|
|
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24 |
|
2012 წლის 26 ოქტომბერი
დ. ჩხოროწყუ
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
1.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანდართული თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №10 დადგენილება.
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
| საკრებულოს თავმჯდომარე | | გია ლემონჯავა |
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო
მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
№
|
თანამდებობათა დასახელება
|
თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი
(ლარობით)
|
|
1
|
საკრებულოს თავმჯდომარე
|
2650
|
|
2
|
გამგებელი
|
2650
|
|
3
|
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
|
1700
|
|
4
|
გამგებლის მოადგილე
|
1300
|
|
5
|
სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
|
1000
|
|
6
|
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
|
1350
|
|
7
|
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
|
810
|
|
8
|
გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი
|
790
|
|
9
|
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მათ შორის:
ა) მთავარი სპეციალისტი
ბ) უფროსი სპეციალისტი
გ) წამყვანი სპეციალისტი
დ) სპეციალისტი
|
560
530
500
470
|
|