ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2012 ძალადაკარგული 06.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.105.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №34

2012 წლის 29 ოქტომბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 03.01.2013 წ.


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1-ის შესაბამისად, (დანართი №1 თან ერთვის).
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 თებერვლის  №11 დადგენილება (სსმ 28.02.2012 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016071) და ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ივლისის  №21 დადგენილება (სსმ, 2, 28/07/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.105.000.020).
+
მუხლი 3
დადგენილების დანართი №1-ის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 გრაფის  მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
+
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია
+



დანართი №1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოები


N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარი)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2.

გამგებელი

2650

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

4.

გამგებლის მოადგილე

1300

5.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

6.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

7.

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

8.

გამგეობის სამსახურის უფროსი

1000

9.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

1000

10.

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

11.

გამგებლის თანაშემწე

790

12.

 სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი მათ შორის:

 

ა)

საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

790

ბ)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ნაწილის უფროსი

750

გ)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ინსპექტორი

700

დ)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ოპერატიული მორიგე

650

ე)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ოცმეთაური

650

ვ)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ინსპექტორი

650

ზ)

გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ექიმი

650

13

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი მათ შორის:

 

ა)

მთავარი სპეციალისტი

560

ბ)

წამყვანი სპეციალისტი

530

გ)

უფროსი სპეციალისტი

500

დ)

სპეციალისტი

  470

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 03.01.2013 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №34, 29.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016095 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1767333-1/