აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2012 ძალადაკარგული 30.12.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.102.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

+
მუხლი 1
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო თანდართული დანართის მიხედვით.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010  წლის 17 დეკემბრის №5 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“.
+
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
+



                                                             დანართი

                                                       

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

5

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

6

 უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროსი სპეციალისტი

560

7

დამხმარე მოსამსახურე  (მძღოლი)

560

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“, №12, 02.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.102.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1771393-1/