საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №306/ძ
2012 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 26 მარტის №12 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №335/ძ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულება
1. აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სარეპერტუარო, მრავალპროფილიან პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები).
3. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
4. თეატრი უფლებამოსილია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, დადოს გარიგებები.
5. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი №94.
თეატრის ძირითად მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპოგანდა და მოზარდი ახალგაზრდობის მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
1. თეატრის უფლებაა:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას, შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრას, რეპერტუარის არჩევასა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციას;
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) წარმართოს სამეურნო-ეკონომიკური საქმიანობა საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თეატრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, თეატრალური დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
3. თეატრის მმართველსა და სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
4. თეატრის მმართველი:
ა) წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად აგებს პასუხს თეატრის საქმიანობაზე;
ბ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
გ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს თეატრალური დასის წევრებთან, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;
ე) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონით დადგენილი წესით, ბანკში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ბრძანებებს, საკონტრაქტო და სხვა სახის შრომითი ურითიერთობების თაობაზე საქართველოს შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები, გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე;
ვ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს ბიუჯეტის პროექტს, ადგენს წლიურ ბალანსს და შესათანხმებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
5. „სახელმწიფო თეატრების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით.
6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე ;
ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე;
გ) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებებს წარუდგენს თეატრის მმართველს;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა საქმიანობას.
7. თეატრს შეიძლება ჰყავდეს:
ა) მთავარი რეჟისორი, იმ შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ან თეატრის მმართველი არ არის რეჟისორი;
ბ) მთავარი ბალეტმაისტერი და მთავარი ქორმაისტერი.
8. თეატრში მთავარ რეჟისორს, მთავარ ბალეტმაისტერსა და ქორმაისტერს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თეატრის მმართველი.
9. თეატრის მთავარი რეჟისორი:
ა) თეატრის მმართველთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებს სარეპერტუარო პოლიტიკას და შეარჩევს დასადგმელ პიესას;
ბ) დგამს სპექტაკლებს:
გ) ატარებს რეპეტიციებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, აღადგენს ძველ სპექტაკლს.
1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ინვენტარი, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, მთლიანად ხმარდება თეატრს.
3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება;
ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი აწარმოებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მიმდინარე წლის დასასრულამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
1. თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
2012 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულების დამტკიცების შესახებ
–
აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 26 მარტის №12 დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა” დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 24 ივლისის №335/ძ ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე
შეტანილი ცვლილებები:
–
აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულება1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულება
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; დ) წარმართოს სამეურნო-ეკონომიკური საქმიანობა საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრი ვალდებულია:ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „პროფესიული თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „საქართველოს თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ.
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება:
ა) თეატრის დასისაგან;
ბ) სამხატვრო ხელმძღვანელისაგან;
გ) თეატრის დირექტორისგან;
დ) დამდგმელი რეჟისორისგან; (ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ 2014 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ. ).
ე) მთავარი რეჟისორისგან; (ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ 2014 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ. ).
ვ) მთავარი მხატვრისგან; (ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ 2014 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ. ).
ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.
3. სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო - თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას, შემადგენლობასა და მოქმედების ვადას ამტკიცებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
4. სამხატვრო ხელმძღვანელი არის უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.
სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან);
მ) სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი 4 წლის ვადით. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი უფლებამოსილია:
მ.ა.) მოსთხოვოს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურის წარდგენა;
მ.ბ.) სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად;
ნ) სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:
ნ.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;
ნ.ბ) სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;
ნ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.
5. თეატრისდირექტორი:
ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
6. თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
7. დამდგმელი რეჟისორი დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს.
8. მთავარი რეჟისორი სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას.
9. მთავარი მხატვარი ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №168/ძ - ვებგვერდი, 30.08.2013 წ.
3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.11.2012. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №306/ძ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.33.062.016020.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“, №306/ძ, 12.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778346/