საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
|
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
|
მუხლი 2.
ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
|
თავისი საქმიანობის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი II
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 3.
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია: |
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი; ბ) სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება; გ) (ამოღებულია - 01.03.2013, №142); დ) სამინისტროში საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელება; ე) სამინისტროში საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ვ)დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა; ვ 1 ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი III
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 4.
ადმინისტრაციის დირექტორი |
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ადმინისტრაციის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ადმინისტრაციის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას ადმინისტრაციის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად; კ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან; ლ) შუამდგომლობს მინისტრთან ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; მ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას; ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; პ) მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას; ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 5.
ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები |
1. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ადმინისტრაციის დირექტორის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან ადმინისტრაციის დირექტორის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 3. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი. 4. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 6.
ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები |
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) იურიდიული სამმართველო; ბ) პროტოკოლის სამმართველო; გ) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველო; დ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (კანცელარია); ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება); ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური. 2. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. 3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი IV
იურიდიული სამმართველოს კომპეტენცია |
მუხლი 7.
იურიდიული სამმართველოს კომპეტენცია |
იურიდიული სამმართველო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე უზრუნველყოფს სათანადო დასკვნების მომზადებას; ბ) სამინისტროს ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას და სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას; გ) სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე უზრუნველყოფს სავალდებულო დასკვნების მომზადებას; დ) შეიმუშავებს სამართლებრივი ხასიათის საცნობარო მასალებს; ე) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; ვ) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სასამართლოში; ზ) თავისი ამოცანების შესასრულებლად ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; თ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას; ი) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი V
პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენცია |
მუხლი 8.
პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენცია |
პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან და მათთან არსებული სამართალდამცავი სტრუქტურების მეკავშირე ოფიცრებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ უცხო ქვეყანაში გასამგზავრებელი ვიზების მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; დ) კორესპონდენციისა და სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროში შეხვედრების ზეპირსიტყვიერი თარგმნის უზრუნველყოფა.
|
თავი VI
(ამოღებულია - 01.03.2013, №142)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 9.
(ამოღებულია - 01.03.2013, №142)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი VII
საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია |
მუხლი 10.
საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია |
საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; ბ) სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა; გ) ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით უზრუნველყოფას; დ) რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; ე) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა; ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა; თ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან ინფორმაციის დროულად მიღება და მასზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, მინისტრის მოადგილის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
თავი VIII
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია
|
მუხლი 11.
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია |
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; გ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზაცია, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის დირექტორის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის; დ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით); ე) სამინისტროს კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა; ვ) დადგენილი წესით, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, აღრიცხვა, მათი სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად); ზ) სამინისტროში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
თავი IX
საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია |
მუხლი 12.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია |
საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენციაა:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირთათვის მათ მიწოდება; გ) მისთვის მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
|
თავი X
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სტრატეგიის
სამსახური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
მუხლი 13.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის
კომპეტენცია
|
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მის შესრულებაზე კონტროლი; გ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებისათვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა; დ) მოქალაქეთა და ცალკეული ორგანიზაციებისაგან მიღებული რეკომენდაციების დამუშავება და ანალიზი; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევით არსებული პრობლემების გამოკვეთა, იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით ერთიანი პრაქტიკის დანერგვა; ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებული თანამშრომლობა, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №896
2012 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის №584 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
თავი II
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 3. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი;
ბ) სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება;
გ) (ამოღებულია - 01.03.2013, №142);
დ) სამინისტროში საკოორდინაციო საქმიანობის განხორციელება;
ე) სამინისტროში საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
ვ)დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, გამოძიების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობა;
ვ1 ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ვ2 ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ზ) სამინისტროს ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
თავი III
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 4. ადმინისტრაციის დირექტორი🔗
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4. ადმინისტრაციის უფროსი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ადმინისტრაციის დირექტორი:
2. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და აწესრიგებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;
გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს ადმინისტრაციის დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას ადმინისტრაციის სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;
კ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;
ლ) შუამდგომლობს მინისტრთან ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;
ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციის კომპეტენციას;
ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
მუხლი 5. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები🔗
1. ადმინისტრაციის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები
1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ადმინისტრაციის დირექტორის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან ადმინისტრაციის დირექტორის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის ან ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.
3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.
4. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე:
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც დირექტორის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის იმ სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რომელიც უფროსის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის დირექტორის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) იურიდიული სამმართველო;
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო;
ბ) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) იურიდიული სამმართველო;
გ) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველო;
გ) პროტოკოლის სამმართველო;
დ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (კანცელარია);
დ) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველო;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება);
ე) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (კანცელარია);
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება);
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური.
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.
3. ადმინისტრაციის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს დანაყოფის უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. ადმინისტრაციის სტრუქტურული დანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
მუხლი 61. საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;
ბ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
დ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ვ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ზ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
თ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამინისტროს ობიექტებზე;
კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს, მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ლ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;
მ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
+
მუხლი 7. იურიდიული სამმართველოს კომპეტენცია
იურიდიული სამმართველო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე უზრუნველყოფს სათანადო დასკვნების მომზადებას;
ბ) სამინისტროს ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას და სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას;
გ) სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის მათ წარდგენამდე უზრუნველყოფს სავალდებულო დასკვნების მომზადებას;
დ) შეიმუშავებს სამართლებრივი ხასიათის საცნობარო მასალებს;
ე) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სასამართლოში;
ზ) თავისი ამოცანების შესასრულებლად ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ი) ახორციელებს მისთვის მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
თავი V
პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენცია
+
მუხლი 8. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენცია
პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, ღონისძიებების, მათ შორის, მოსამზადებელი ღონისძიებების (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება) ორგანიზება და კონტროლი;
გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმანით უზრუნველყოფა;
ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
ზ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
თავი VI
(ამოღებულია - 01.03.2013, №142)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 9. (ამოღებულია - 01.03.2013, №142)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
თავი VII
საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია
+
მუხლი 10. საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენცია
საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) (ამოღებულია - 29.03.2013, №227);
ბ) სამინისტროს და მისი საქვეუწყებო დანაყოფების უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების დაშიფრული სატელეგრაფო დოკუმენტალური კავშირით უზრუნველყოფა;
დ) რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსების მომზადება და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;
ე) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ინფორმირება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო და საფინანსო-სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან ინფორმაციის დროულად მიღება და მასზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის ან/და ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
თავი VIII
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია
+
მუხლი 11. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (კანცელარიის) კომპეტენცია
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზაცია, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის დირექტორის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის;
გ) სამინისტროში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის ნებართვით სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმური და არაგეგმური შემოწმება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამინისტროს საქმისწარმოებისათვის;
დ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);
ე) სამინისტროს კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა;
ვ) დადგენილი წესით, მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, აღრიცხვა, მათი სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნა, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების შესაბამისად);
ზ) სამინისტროში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება № 227 - ვებგვერდი, 29.03.2013 წ.
+
თავი IX
საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია
+
მუხლი 12. საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენცია
საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს (განყოფილება) კომპეტენციაა:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ პირთათვის მათ მიწოდება;
გ) მისთვის მიკუთვნებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
+
თავი X
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
+
მუხლი 13. საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის კომპეტენცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მის შესრულებაზე კონტროლი;
გ) სამინისტროსა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებისათვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა;
დ) მოქალაქეთა და ცალკეული ორგანიზაციებისაგან მიღებული რეკომენდაციების დამუშავება და ანალიზი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევით არსებული პრობლემების გამოკვეთა, იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით ერთიანი პრაქტიკის დანერგვა;
ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინირებული თანამშრომლობა, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 3 წლის 1 მარტის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 04.03.2013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №896, 16.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016143 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778430-1/