საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები |
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
|
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია
|
მუხლი 3.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია |
1.დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში საფინანსო საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვას; ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენას; გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას; დ) ახდენს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებას; ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას; ვ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრას და აღრიცხვას; ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო ანგარიშების შედგენას და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენას; თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით; ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას; კ) უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას; ლ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიურ ანგარიშგებას შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით; ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და შენახვას; ო) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით; პ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენებას, აღრიცხვიდან მოხსნას, ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთების განხორციელებას, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას; ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს; რ) ახორციელებს სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში; ს) უზრუნველყოფს წინასწარ კონტროლს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე; ტ) ახორციელებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; უ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიურ ანალიზს; ფ) საფინანსო-სამეურნეო-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას; ქ) უზრუნველყოფს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში; ღ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვას, პრივატიზებასა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. შ) უზრუნველყოფს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ანალიზს და სტატისტიკის წარმოებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
მუხლი 4.
დეპარტამენტის დირექტორი |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვა-დამტკიცებას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს); ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ზ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დეპარტამენტის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან; თ) შუამდგომლობს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები |
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს დეპარტამენტის ერთ–ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი. 4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. |
მუხლი 6.
დეპარტამენტის სტრუქტურა |
|
1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) ფინანსების მართვის მთავარი სამმართველო; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო; გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო; დ) აუდიტის სამმართველო; ე) ლოგისტიკის სამმართველო; ვ) საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება.2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ. |
მუხლი 7.
ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
|
ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შეიმუშაოს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა; ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; გ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება; დ) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა; ე) მონაწილეობა მიიღოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა; ვ) უზრუნველყოს საბუღალტრო ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში; ზ) უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; პირველადი დოკუმენტების შედგენა ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელი შემოწმება დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება; ი) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
|
მუხლი 8.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
|
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს დანაყოფები საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით; ბ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა, აღრიცხვიდან მოხსნა, ტექნიკური გამართულობის შემოწმება და შეკეთება, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა; გ) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი; დ) განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვის კონტროლი მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში; ე) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების გამართული ფუნქციონირება; ვ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვის, პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
|
მუხლი 9.
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენცია |
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები; ბ) უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა; გ) უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი; დ) განახორციელოს ბაზრის კვლევა და უზრუნველყოს მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის პერმანენტული განახლება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიური ანგარიშგება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
|
მუხლი 10.
აუდიტის
სამმართველოს
კომპეტენცია
|
აუდიტის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) განახორციელოს სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკური ანალიზი; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განახორციელოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგი; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენა; უზრუნველყოს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრა; გ) უზრუნველყოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგების დასკვნის სახით გაფორმება და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
|
მუხლი 101.
ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენცია
|
ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შეისწავლოს სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და აწარმოოს მათი ანალიზი; ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პერიოდული ანგარიშგება; გ) განახორციელოს ლოგისტიკის ანალიზი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით; დ) უზრუნველყოს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
|
მუხლი 11.
დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია |
1. დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით); ბ) უზრუნველყოს დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, დეპარტამენტის მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია. 2. დეპარტამენტის კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №895
2012 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 9 92 - ვებგვერდი, 31. 12 .2013 წ.
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.
+
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და კომპეტენცია
+
მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1.დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში საფინანსო საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვას;
ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენას;
გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) ახდენს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებას;
ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
ვ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრას და აღრიცხვას;
ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო ანგარიშების შედგენას და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენას;
თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით;
ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;
კ) უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას;
ლ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს;
მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიურ ანგარიშგებას შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით;
ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და შენახვას;
ო) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით;
პ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენებას, აღრიცხვიდან მოხსნას, ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთების განხორციელებას, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას;
ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს;
რ) ახორციელებს სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ს) უზრუნველყოფს წინასწარ კონტროლს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე;
ტ) ახორციელებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
უ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიურ ანალიზს;
ფ) საფინანსო-სამეურნეო-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ქ) უზრუნველყოფს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;
ღ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვას, პრივატიზებასა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
შ) უზრუნველყოფს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ანალიზს და სტატისტიკის წარმოებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
+
მუხლი 4. დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტში დასანიშნი პირების კანდიდატურების განხილვა-დამტკიცებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანებებს);
ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს, აგრეთვე დეპარტამენტის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დეპარტამენტის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;
თ) შუამდგომლობს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს დეპარტამენტის ერთ–ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.
4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
+
მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ფინანსების მართვის მთავარი სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
დ) აუდიტის სამმართველო;
დ) (ამოღებულია - 31.12.2013, №992);
ე) ლოგისტიკის სამმართველო;
ე) ლოგისტიკის სამმართველო;
ვ) საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილება.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 9 92 - ვებგვერდი, 31. 12 .2013 წ.
+
მუხლი 7. ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შეიმუშაოს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა;
ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;
გ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება;
დ) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა;
ე) მონაწილეობა მიიღოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა;
ვ) უზრუნველყოს საბუღალტრო ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში;
ზ) უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; პირველადი დოკუმენტების შედგენა ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელი შემოწმება დადგენილი წესით;
თ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება;
ი) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
+
მუხლი 8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს დანაყოფები საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებითა და სხვა მატერიალური საშუალებებით;
ბ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანა, აღრიცხვიდან მოხსნა, ტექნიკური გამართულობის შემოწმება და შეკეთება, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა;
გ) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;
დ) განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვის კონტროლი მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;
ე) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების გამართული ფუნქციონირება;
ვ) განახორციელოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვის, პრივატიზებისა და სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
+
მუხლი 9. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენცია
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები;
ბ) უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის, ერთიანი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა;
გ) უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
დ) განახორციელოს ბაზრის კვლევა და უზრუნველყოს მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის პერმანენტული განახლება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების ყოველდღიური ანგარიშგება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
+
მუხლი 10. აუდიტის სამმართველოს კომპეტენცია🔗
აუდიტის სამმართველოს კომპეტენციაა:
მუხლი 10. (ამოღებულია - 31.12.2013, №992)🔗
ა) განახორციელოს სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკური ანალიზი;
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განახორციელოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგი; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენა; უზრუნველყოს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებსა და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრა;
გ) უზრუნველყოს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგების დასკვნის სახით გაფორმება და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 9 92 - ვებგვერდი, 31. 12 .2013 წ.
+
მუხლი 101. ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენცია
ლოგისტიკის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შეისწავლოს სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და აწარმოოს მათი ანალიზი;
ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პერიოდული ანგარიშგება;
გ) განახორციელოს ლოგისტიკის ანალიზი სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით;
დ) უზრუნველყოს ლოგისტიკასა და შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №30 6 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.
+
მუხლი 11. დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების (კანცელარია) კომპეტენცია
1. დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების განყოფილების კომპეტენციაა:
ა) უზრუნველყოს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი და ანალიზი (ვადების მიხედვით);
ბ) უზრუნველყოს დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, დეპარტამენტის მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია.
2. დეპარტამენტის კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო–სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №895, 16.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016142 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1778457-1/