დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ ✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
+ ⊙ − ↺
ცვლილებები (4) ▲ ▼
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2012 წლის 19 ნოემბერი
ქ.დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და
,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
+
მუხლი 1
განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
+
მუხლი 2
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი
+
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბრის
№ 32 დადგენილების დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2360
2
გამგებელი
2360
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
4
გამგებლის მოადგილე
1300
5
საკრებულოს აპარატის უფროსი, სამსახურის უფროსი
1000
6
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე
1350
7
საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი,
810
8
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-რწმუნებული
(გარდა სოფ. მირზაანის, სოფ. საბათლის და სოფ. ფიროსმანის)
1000
9
სოფ. მირზაანის სოფ. საბათლის და სოფ. ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული
900
10
მთავარი სპეციალისტი
560
11
სპეციალისტი
540
12
ტექნიკური მდივანი
540
13
მძღოლი
520
14
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი
330
15
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (ცვლის უფროსი)
480
16
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მძღოლი, მეხანძრე, მაშველი)
470
17
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მეელსმენე)
300
Annotate
როგორ დავიმოწმოთ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №32, 19.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1779955-2/
დაკოპირება