შპს „ეკოდანი“-ს საქმიანობის საჯარო განხილვის შესახებ განცხადება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს „ეკოდანი”, საიდენტიფიკაციო კოდი 216452755, რომელიც განთავსებულია ქ. რუსთავში, მშვიდობის ქუჩა №2-ში. (შპს „რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორია), აპირებს აწარმოოს მიკროელემენტების შემცველი თხევადი სასუქები „ეკოდანი+” და „ეკოდანი 3+9”.
აღნიშნული სასუქი გამოიყენება მცენარეთა ფოთლოვანი კვებისათვის და თესლის დასამუშავებლად. სასუქების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საიტზე: „ekodani.ge”.
საქართველოს კანონის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესაბამისად შპს „ეკოდანი” აწყობს თავისი საქმიანობის საჯარო განხილვას.
საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, გზშ, გაცნობა შესაძლებელია ქ. რუსთავის მშვიდობის ქ. №2-ში. შპს „რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის შენობაში, საკონტაქტო ტელეფონები: +577505762, +341 270923.
საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარმოდგენის ვადაა 2013 წლის 15 იანვარი.
საჯარო განხილვა შედგება 2013 წლის 22 იანვარს (ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. №2, შპს „რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის შენობა).
შპს „ეკოდანის” დირექტორი გ. იაკობაშვილი