თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (18 მუხლი)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2012 წლის 26 დეკემბერი დაბა თიანეთი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2,511.0 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,118.4 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 238.6 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2,531.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 55.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2013 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ათას ლარებში
|
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, დასუფთავების ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება.
მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს დაბა თიანეთსა და დაბა სიონის თოვლის საფარისგან გასუფთავება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების და სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა;
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ცამეტი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 254 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას.აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლიგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას.აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლიგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი;
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას.
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. დ. თიანეთში ფუნქციონირებს ააიპ სამუსიკო სკოლა. სკოლის დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან
2012 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი.კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის და საესტრადო სიმღერის წრეები. დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროგრამის ფარგლებში აგრეთვე გაგრძელდება მუზეუმის დაფინანსება.
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები. ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის; ტურიზმის განვითარება და ინვესტორების მოზიდვა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, იგეგმება კონკურსები და ფოლკლორული კონცერტი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
· გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
· იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
· იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
· პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
· საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა;
· მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას.ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 100 ლარის ოდენობით.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებები და სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2012. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.154.016118.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 10 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2013.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 18 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №43, 26.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016118 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1804386/