ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.01.2013 ძალადაკარგული 14.01.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2 

2013 წლის 15 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
 ,,ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ  გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“,  ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების  შესაბამისად,

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი  (დანართი  1).
+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011  წლის  22 დეკემბრის №54 დადგენილება (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011 190020020.35.158.016062).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე
+



დანართი 1  
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. 

+
მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ონკოლოგიურმა პაციენტმა   ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

ბ) განმცხადებლის ( პაციენტის ) პირადობის მოწმობის ასლი ;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა № 100);

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ ( იმ შემთხვევაში , თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ );

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან . 

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით   სამედიცინო დაწესებულების შესაბამის   ანგარიშზე .

3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად :

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ( სამასი ) ლარის ოდენობით , ხოლო 300 ( სამასი ) ლარიდან ზემოთ   გადასახდელი თანხის 80%- ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 0 00 ( ერთი ათასი ) ლარისა ;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არა უმეტეს 500 ლარისა ;

4. დიაგნოსტიკური კვლევის 500 ( ხუთასი ) ლარის,   სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 ( ხუთასი ) ლარამდე    დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების , ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე .

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 ( ხუთასი ) ლარიდან 1 0 00 ( ერთი ათასი ) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , გამგეობის სოციალური დახმარების , ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის   საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 25.09.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები   სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები (0-დან 57 000 ქულამდე);

 ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები   სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  მოქალაქეები (57 001-დან 150 001 ქულამდე), რომელთაც სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2012-2013 წწ. პერიოდში;

2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

6. სტაციონარული   და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის   საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

   ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

 


+
მუხლი 3. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა 
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით  დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.

დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები;

ე) ზემოთ ჩამოთვლილი ქრონიკული დაავადებებით დაავადებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები.

2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული);

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);

ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.


+
მუხლი 4. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება
 

1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური დახმარება მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;

ზ) იძულებით გადაადგილებული პირის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. ფსორიაზით დაავადდებულთათვის 1000 (ერთიათას ) ლარამდე დახმარება გაიცემა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა  საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. ფსორიაზით დაავადებულთათვის 1000 (ერთათას )   ლარიდან 1500 (ერთიათას ხუთას) ლარამდე  დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის  დასკვნის საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.


+
მუხლი 5. (ამოღებულია)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.


+
მუხლი 6. სპორტსმენების დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:

ა) სპორტის სხვადასხვა სახეობებში დიდებში და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან  საქართველოს  ნაკრების წევრებად -150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100,0  (ასი) ;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე;

3. მიმდინარე წლის სპორტულ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი) გაეწიოს ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით

4. მიმდინარე წლის სპორტულ სეზონში მიღწეული წარმატებისთვის (მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორებს) გაეწიოს ერთჯერადი ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის   დასკვნის საფუძველზე. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 ივლისის დადგენილება № 21 - ვებგვერდი, 08.07.2013წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების და ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების ფულადი და სამედიცინო დახმარება  (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიას:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100 ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 2.პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

 3. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

4.  დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5.  სტაციონარული   და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის   საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100) სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენლი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების ბოლნისის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველძე.


+
მუხლი 9. ნულიდან თვრამეტ  წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება    (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის  – 300 ლარის ოდენობით, ხოლო  300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის   საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 10. 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი,დენი, ბუნებრივი აირი).

2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველძე.


+
მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300);

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში  გარდაცვლილთა ოჯახები (კოდი 500; 501; 600;);

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100);

დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200);

ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:

ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;

ბ) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის  – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

გ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 500 ლარისა;

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს: 

ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის   – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიები  დახმარებას მიიღებენ: 

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ  გადასახდელი თანხის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

კ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

7. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

8. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის   საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 25.09.2013წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 12. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რომელსაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად

ა)იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან ზემოთ გადასახდელი თანხის - 70%- ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  გამოკვლევისათვის არაუმეტეს 300 ლარისა.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დიაგნოსტიკური კვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული   მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე   დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით,  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

5. სტაციონარული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ადმინისრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური ( ფულადი  და სამედიცინო) დახმარება
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს,  500 (ხუთას) ლარამდე დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეების და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

2.  დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.   დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილობითი მომართვის,  სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნისა და შესაბამისი ტერიტორული ორგანოს რწმუნებულის აქტის საფუძველზე.

3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან  (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს დადგენილება N23 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.


+
მუხლი 14. (ამოღებულია - 08.11.2013წ., №30)
 ბოლნისის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2013 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 15.11.2013წ.

+
მუხლი 15. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.
1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით, წელიწადში არაუმეტეს 1200 ლარისა თითოეულ დაავადებულზე.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.


+
მუხლი 16. გარდამავალი დებულებები
გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის, ასევე  ხანძრის შედეგად და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების დროს    ნატურალური თუ  ფულადი ფორმით, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის ბრძანებით,  შესაბამისი სამსახურებისა და   ტერიტორიული  ორგანოების წარმომადგენლების  ადგილზე გასვლით  მდგომარეობის  შესწავლის დასკვნის საფუძველზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მაისის დადგენილება № 18 - ვებგვერდი, 21.05.2013წ.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 ივლისის დადგენილება № 21 - ვებგვერდი, 08.07.2013წ.

 

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №2, 15.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016114 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1820543-5/