ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2013 ძალადაკარგული 30.03.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.156.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2013 წლის 18 იანვარი

ქ. დმანისი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 13  - ვებგვერდი, 22.03.2013 წ.


+
მუხლი 1
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

№

                                                მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები  (ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

2

საძოვრები (ბუნებრივი და  გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის 

82

5

ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

41

 
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქალაქი დმანისი

0.24

0,42

0,1008

2

დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი  ტერიტორიები

             0.24

            0,21

0,0504

 

+
მუხლი 2
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) ავტოფარეხები.
+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილება (ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016038) ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №2, 18.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.156.016120 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1822753-1/