1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას.
2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიგანე აითვლება იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.
საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება