1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ.
2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით ამ გემის გაჩერება ან კურსის შეცვლა დაუშვებელია.
3. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის გემს დააკისრონ სახდელი ან დააპატიმრონ იგი მხოლოდ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეკისრება ამ გემს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ან გავლისას.
4. უცხო ქვეყნის გემის მიმართ, რომელიც გამოვიდა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებიდან და კვეთს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას, ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შეიძლება მიღებულ იქნეს იძულებითი ზომები სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-538-511-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2013
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, „საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად, ვინაიდან იგი შეეხებოდა საქართველოს სასამართლოებში არსებითად განსახილველ დავებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება