გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი
2. შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა–ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:
ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2
სადაც:
ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;
მნ – არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 9,072 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 7,56 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 5,292 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 3,78 ლარს.
ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.
ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 1,2 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0.5 ლარს.
LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,45.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 04.03.2013 წ.
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 23 იანვარი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის);
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი🔗
+
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი🔗
1. შენობა–ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
2. შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
+
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა–ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით:
ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2
სადაც:
ქ(წ) - არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა;
მნ - არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს:
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 7,02 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის - 5,40 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის - 3,78 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 2.7 ლარს.
ქფ _ არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი.
ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს
ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 1,2 ლარს;
ბ) შუალედური ზონისათვის - 1,0 ლარს;
გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7 ლარს;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 0.5 ლარს.
LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს - 0,45;
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 23.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 040170050.35.166.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1825191-1/