ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.01.2013 ძალადაკარგული 30.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.112.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2013 წლის 29 იანვარი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.

+
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილება.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი
+



ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


   წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


+
თავი I
სოციალური დახმარების სახეები

+
მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:

1. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;

3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა;

4.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა.

5. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა.

6. მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა.

7. ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა.

8. ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების  პროგრამა.

9. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა.

10. ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ეროვნული სკრინინგცენტრის თანადაფინანსების,  ცენტრის დასკვნის საფუძველზე პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის ტრანსპორტირების, სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა.

11. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


+
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

+
მუხლი 2. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.05.2013წ.


+
მუხლი 3. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.
3. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.
4. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის ფარგლებში, ა(ა)ი.პ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.

 

მუხლი 3​1 .   ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად წარმოსადგენი დოკუმეტაციის ნუსხა:

კონკრეტული სოციალური პროგრამიდან დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმეტაცია:

1.  მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა –  განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

2.  მაღალმთიანი სოფლებიდან   მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა   – საგანმანათლებლო რესურსცენრის მიერ მოწოდებული  მოთხოვნა,  სკოლების  საბანკო ანგარიში.

3.  ბიკარბონატული ჰემოდიალეზით - თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა  – განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის  საბანკო  ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

4.  მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფარით უზრუნველყოფის პროგრამა  – განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, განმცხადებლის და საცხოვრებელი  ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფართის მეპატრონის  საჯარო რეესტრიდან  ამონაწერი, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში.

 5.  ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ეროვნული სკრინინგცენტრის თანადაფინანსების, ცენტრის დასკვნის საფუძველზე პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი გამოკვლევისათვის ტრანსპორტირების, სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა - ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითრის წარმოდგენა, პაციენტის დამატებითი გამოკვლევისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში - ცენტრის დასკვნა სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის მითითებით, პაციენტის საბანკო ანგარიში, გამქირავებელს და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება, წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში

 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა –  განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის  მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.

7.  მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნა.

8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან  ქულის ამონაწერი.

9.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარების პროგრამა - განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი , გარდაცვალების მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.

10.  ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა –  განცხადება, განმცხადბლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი და ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში. 

11.  ცენტრ იავნანას თანადაფინანსების პროგრამა –  გახარჯული კომუნალური, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 30.10.2013წ.


+
მუხლი 4. განცხადებების განხილვა
1. გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისიური წესით განიხილავს სამსახური თვეში ორჯერ მაინც.
2. საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ მიზნით სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ განთავსებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე.

+
მუხლი 5. სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება
1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას და ამზადებს დასკვნას ბენეფიციართა საქმეში შესაბამისი შესწორებების შეტანის თაობაზე (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ.
4. სამსახური, ა(ა)იპ - ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიასთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


+
მუხლი 6. სამსახურის სხდომის ოქმები
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით სამსახურის ყოველი შეხვედრისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამსახურის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.
3. სამსახურის შეხვედრის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას, სამსახურის უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. სამსახურის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
5. ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

+
მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება.
3. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ  ა(ა)იპ - ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება მათი მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირების თანხა სკოლას გადაეცემა სუბსიდიის სახით.
4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2014წ.


+
მუხლი 8. ფულადი დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარების გაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
2. გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში.
3. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
4. სოციალური დახმარების გაცემას ახდენს გამგეობის საფინანსო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების გზით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.112.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1825300-4/