ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
3. (ამოღებულია - 01.03.2013, №16).
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.
ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას.
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) წინადადებების შემუშავებას განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა)ააიპ.“სკოლამდელი აღზრდის სამსახურის’’ ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)ააიპ „ცაგერის სამუსიკო სკოლისა’’ და აიპ „ცაგერის სამხატვრო სკოლის’’ ხელმძღვანელობასთან ერთდ სკოლისგარეშე სასწავლო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კორდინაციას;
დ) ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეციალისტებთან ერთად სკოლისგარეშე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ა) კულტურის სფეროს ა.ი.პ დაწესებულებებთან ერთდ კულტურის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას.
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაციას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით. სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ)ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2013 წლის 25 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,+
მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულება (დანართი №1).
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №10 დადგენილება.
+
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი
+
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულება
+
მუხლი 1. გამგეობის განათლების და კულტურის სამსახური
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლებისა და კულტურის მუნიციპალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
3. (ამოღებულია - 01.03.2013, №16).
3. (ამოღებულია -29.03.2013, №31).
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 მარტის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის დადგენილება № 31 - ვებგვერდი , 04.04 .2013 წ .
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას.
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) წინადადებების შემუშავებას განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
+
მუხლი 4. სამსახურის განათლების სფეროს მოხელის ფუნქციები
1) სამსახურის განათლების სფეროს მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ააიპ.“სკოლამდელი აღზრდის სამსახურის’’ ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)ააიპ „ცაგერის სამუსიკო სკოლისა’’ და აიპ „ცაგერის სამხატვრო სკოლის’’ ხელმძღვანელობასთან ერთდ სკოლისგარეშე სასწავლო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კორდინაციას;
დ) ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეციალისტებთან ერთად სკოლისგარეშე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
+
მუხლი 5. სამსახურის კულტურის სფეროს მოხელის ფუქნციები
1) სამსახურის კულტურის სფეროს მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის სფეროს ა.ი.პ დაწესებულებებთან ერთდ კულტურის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას.
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კორდინაციას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას;
+
მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით. სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
ვ)ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
+
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №5, 25.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1826887-1/