ორგ. კოდი დასახელება 2011 წლის ფაქტი 2012 წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4 553,6 ათასი ლარის ოდენობით
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3376.6 ათასი ლარის ოდენობით.
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 227.0 ათასი ლარის ოდენობით
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 841,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება-843.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 933.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ.
ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების არმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა.
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნითაუცილებელია სახანძრო სამაშველო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის გაგრძელება.მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თანამედროვე სტანტარტების ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვა, მათი შესწავლის უზრუნველყოფა. ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური მუშაობა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების ლიკვიდაცია.
· საგანგებო სიტუაციებისას უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა.
· მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· სახანძრო-სამაშველო ოპერატიული სამსახურის შემთხვევებზე რეაგირების დროის შემცირება 30%-ით.
· წინა წლებთან შედარებით დამწვარი ფართობების (კვ.მეტრი) შემცირება.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია;
· რეზერვისტთა გაწვევის კოორდინაცია;
· თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· გეგმასთან მიახლოებული პროცენტული მაჩვენებელი.
· მობილიზებული რეზერვისტების რაოდენობა (გეგმასთან მიმართებაში)
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები.
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში და ქ. ყვარელში გზების მოხრეშვა (მიწის ვაკის აღდგენა).
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
· სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებების შემცირება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· რეაბილიტირებული გზების ზრდა .( მიახლოებით 17 000 მეტრით)
· გადაადგილების დროის და სატრანსპორტო ხარჯების შემცირებული მაჩვენებელი.
2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა, მუნიციპალიტეტის დასუფთავება,ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა- რეაბილიტაცია.
2.2.1 წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებული წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება.პროგრამის ფარგლებში დაფინასდება აიპ ,,ყვარელწყალმომსახურება“ რომელიც უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა- ექსპლოატაციას და სათავე ნაგებობების აღდგენის მომსახურებას.
დაგეგმილია: სოფ. ახალსოფლის, გრემის, შაქრიანის, საბუე-ენისლის და სოფელ შილდის წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ინტენსივობის გაუმჯობესება;
· მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ქსელში წყლის დანაკარგის შემცირება
· მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა
2.2.2 გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02)
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა.
დაგეგმილია: ქ.ყვარელის, სოფ.გავაზის, ენისელის, და სანავარდოს გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მოსახლეობისათვის უსაფრთხო გადაადგილება ღამის საათებში.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· განათებული ქუჩების რაოდენობის ზრდა 15 %-ით.
2.2.3 გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ნაგვის ურნების შეძენა, ნაგავსაყრელის მოწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილიასარწყავი-სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ქალაქ ყვარელში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.(12 000 მეტრზე).
2.2.4 ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დურუჯის, შოროხისა და ინწობის ხევების გაწმენდა, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის დროს
2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ყვარლის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა , ქ.ყვარლის ქუჩებში ,,ლაითბოქსების “ განთავსება ილია ჭავჭავაძის აფორიზმებით, ყვარლის შემოსასვლელში ტურისტების საცნობარო აფიშის განთავსება.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა.ი.პ ,,ყვარლის კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ყვარელში სკვერების, გაზონების და პარკების მოვლა-პატრონობას, ქ.ყვარელში ქუჩების დაგვას. მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, გარე განათების ქსელის მოვლა პატრონობას, ქალაქ ყვარლის და მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სასაფლაოების მოვლა პატრონობას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· ქალაქის იერსახის გალამაზება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· მომსახურების ხარისხი
· მოსახლეობის კმაყოფილების ზრდა
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადნენს,რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით და სათამაშოებით მომარაგება.
3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ყვარლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების დაფინასება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ყვარლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 22 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც დასაქმებულია 273 ადამიანი და სწავლობს 950-მდე აღსაზრდელი. სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა. საბავშო ბაღში სწავლის ღირებულება შეადგენს 7 ლარს და აღნიშნული თანხით ნაწილობრივ ივსება ბიუჯეტით გამოყოფილი კვების თანხა. გადასახადისაგან გათავისუფლებულია 70 ბავშვი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკოლამდელი დაწესებულებების შენობების მშენებლობა სოფელ შილდაში .
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი;
· ბაგა-ბაღების მართვის სრულყოფა;
· ბაგა ბაღებში დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდა;
· მოწესრიგებული სკოლამდელი დაწესებულებების შენობები, განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ბავშვების რაოდენობის ზრდა 25 %-ით.
3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დაფინანსება. გიმნაზიაში ფუნქციონირებს ასევე სკოლამდელი ასაკის 2 ჯგუფი სადაც დადის 30 ბავშვი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· ყველა მოქალაქისათვის ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის კურსდამთავრებულთა რაოდენობა
4. კულტურა,რელიგია ,ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება
4.1.1 სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდებასპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აიპ ,,სასპორტო სკოლა’’, აიპ ,,საფეხბურთო სკოლა“ , შ.პ.ს ათლეთი“. განხორციელდება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში.განხორციელდება მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სპორტული მოედნების მოვლა და მოწყობა. სპორტულ ორგანიზაციებში სულ დასაქმებულია 47 მწვრთნელი (სასპორტო სკოლა- 33, საფეხბურთო სკოლა -13, ათლეტი -1), რომელიც ემსახურება დაახლოებით 1000-მდე ბავშვის აღზრდას. სპორტული სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალურად ჩააბას მოსწავლე ახალგაზრდობა აქტიურ სპორტში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი.
· სპორტის სხვადასხვა სახეობაში ადგილობრივი და საქალაქთშორისო რანგის შეჯიბრებაში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა
· სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა
4.1.2 სპორტული ღონისძიების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული ღონისძიებებისპორტის სხვადასხვა სახეობებში სკოლის შემდგომი ასაკის ახალგაზრდებისათვის. ჩატარდება სახელობითი ტურნირები, სადაც გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტის სახეობების მიხედვით გადაეცემათ თასები, მედლები, დიპლომები და სხვა ფასიანი საჩუქრები, ფულადი პრიზები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების მოტივაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე წარმატებული სპორტსმენები მივლინებულნი იქნებიან სხვადასხვა რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ახალგაზრდობა;
· რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა;
· ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება პერსპექტიული სპორტსმენებით.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა 10%-ით.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭრა, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აიპ ,,კულტურის დაწესებულების გაერთიანება’’, აიპ ,,სამუსიკოსკოლების’’ გაერთიანება, აიპ ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი’.’
კულტურის ცენტრში გაერთიანებულია 3 კულტურის სახლი, 3 ბიბლიოთეკა , 4 ცეკვის წრე, 2 სიმღერის, 1 ჭადრაკის, 1 ქარგვის ,სადაც სწავლობს სულ 242 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა, სადღესასწაულო და კულტურული ღონისძიებები. ხელი შეეწყობა საბიბლიოთეკო სამკითხველო და საინფორმაციო საქმიანობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა. გაერთიანება შედგება გავაზის, შილდის, ჭიკაანის, ახალსოფლის, სამუსიკო სკოლებისგან სადაც სწავლობს 240 მოსწავლე. გაერთიანების ამოცანებია აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძველს. გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უფლებამოსილება ილიას ტბის ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ტერიტორიების მოვლას. ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ილიას ტბაზე მოწყობილია 4 სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საცურაო აუზი, სადაც ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებით პროცესის ინტენსივობა, ტურიზმის ხელშეწყობა.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ტურისტების რაოდენობის ზრდა 20 %-ით.
4.2 რელიგიური ორგანიზაციების დაფინასება(პროგრამული კოდი 05 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნეკრესის ეპარქია კომუნალური ხარჯების დასაფარად.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხარისხი
4.5 საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილბრივი გაზეთი ,,ყვარელის“ გამოცემის ხარჯის თანადაფინანსება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მოსახლეობის დროული ინფორმირება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ინფორმირების დონის ხარისხის ამაღლება.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ახალდაბადებული ოჯახების დახმარებას.
5.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დაავადებათა პროფილაქტიკისაკენ მიმართული პროგრამები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განხორციელდება ეპიდზედამხედველობის და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები, ანტირაბიული ღონისძიებები, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზაცია. არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა. განხორციელდება პროგრამები , რომლებიც ხელს შეწყობენ გადამდებ დაავადებათა პრევენციას.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გავაზის ამბულატორიის შენობის რემონტი, ასევე გათვალისწინებულია ქალაქ ყვარლის მუნიციპალური სამედიცინო ცენტრის რემონტი.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მართვადი ინფექციების გავრცელების შეზღუდვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
· დახმარებულ ბენეფიციართა ზრდა;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· პროფილაქტიკური აცრების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირება , ლაბორატორიის მაღალი ხარისხის ვაქცინით უზრუნველყოფა;
· დახმარებულ ბენეფიციართა რაოდენობის 3%-იანი ზრდა.
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, ბავშვების სოციალური დაცვა, უმწეოთათვის უფასო სასადილოების დაფინანსება, ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება.
5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის. მომართვის საფუძველზე მოხდება ოჯახების საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მუნიციპალიტეტი გაუწევს როგორც ფულად დახმარებას, ასევე აანაზღაურებს სამედიცინო და მედიკამენტების ხარჯებს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· ბენეფიციართა მიმართ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყურადღების და თანადგომის გამოვლენა და სოციალური გაუცხოების შემცირება ;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· გაზრდილი სოციალური დახმარება (თანხობრივად ერთ ბენეფიციარზე)
5.2.2 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მატერიალური დახმარების გაწევა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომლებსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი (18 წლამდე ასაკის). დღეისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 98 მრავალშვილიანი დედა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ წელს, დედის დღესთან და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედებს უწევს დახმარებას. ეხმარება წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. თანხა გაიცემა განცხადების შესწავლის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. მატერიალურ დახმარებასუწევს ახლდაბადებულ ბავშვების ოჯახებს. პირველ შვილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარი, მეორე შვილზე 150 ლარი, მესამეზე 200 , მეოთხეზე 300, მეხუთე და მეტი 400 ლარიდან 700 ლარამდე.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
· მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების ნაწილობრივ გაუმჯობესება;
· ბუნებრივი მატების სტიმურირება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
· ოჯახების სოციალური პირობები გაუმჯობესება;
· დემოგრაფიული მდგომარეობის დონის ამაღლება.
5.2.3 უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინასება (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ყვარელში მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო ერთჯერადი კვება 100 ბენეფიციალზე.
5.2.4 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 15 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.03.2013 წ. |
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ორგ. კოდი დასახელება 2011 წლის ფაქტი 2012 წლის ფაქტი 2013 წლის გეგმა სულ მათ შორის სულ მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები“, №1, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.164.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1830004-1/