უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ეკა აკობია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი
დავით ჭოჭუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი
ჯაბა დევდარიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
გაიოზ თალაკვაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი
დავით ზურაბიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ნატო ჯავახიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თამარ ტალიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
ა) უცხო ქვეყნის (ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნები) მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში სტიპენდიების მინიჭებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სტიპენდიების კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება;
გ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებსაც გააჩნიათ ინგლისურენოვანი პროგრამები;
დ) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის აღწერილობისა და სპეციფიკის, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლა;
ე) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსახორციელებელი ღონისძიებების შემუშავება უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება.
ა) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები;
გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები.
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ“, №10, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017174 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1830832-3/