საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №34 |
|
2013წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №51 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი (შემდგომში -დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების ვიზიტების ორგანიზება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მინისტერიალების დაგეგმვა და ორგანიზება; ბ) კონსულტაციის გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება; ე) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; ვ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; ზ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილების დამზადება; ი) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; კ) საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება საჭიროების შემთხვევაში; ლ) საჭიროებისას, კომპეტენციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა; მ) საერთაშორისო პროტოკოლის პრინციპებისა და ნორმების დაცვის მიზნით, თეორიულ-მეთოდური საქმიანობა საქართველოში არსებული საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
|
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს, ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და სამინისტროდან გასაგზავნ დოკუმენტებს;
ვ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის შესახებ; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების დანიშვნა-გათავისუფლების, რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; გ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. 7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. |
მუხლი 4.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები |
1. უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო, გავლითი და არაოფიციალური (მეგობრული) ვიზიტების ორგანიზება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვა; ბ) კონსულტაციების გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; დ) საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილესათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; ე) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინებების დროს სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა. 2. დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; დ) საზღვარგარეთ საქართველოს ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნის ელჩის დანიშვნის პროცედურები და რწმუნებათა სიგელების თარიღების რეგისტრაცია; ე) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების ატაშეს სამხედრო სფეროში დანიშვნის პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით მისალოცი წერილების დამზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამძიმრის წერილის დამზადება; თ) საჭიროებისას, კომპეტანციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა. 3. ცერემონიების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ჩამოსული უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების საჩუქრებით და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საზღვარგარეთ ვიზიტისას გადასაცემი საჩუქრების უზრუნველყოფა; გ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება; დ) საქართველოში უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების, ასევე სხვა ღონისძიებების (კონფერენცია, ფორუმი, მინისტერიალი, ამბასადორიალი და სხვ.) ფარგლებში დაგეგმილი სადილების და მიღებების ორგანიზება; ე) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების დაგეგმვა და ორგანიზება; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადება; ზ) საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების დროს დარბაზის გაფორმება; თ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება. |
მუხლი 5.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა |
|
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურული ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს. |
+
ბრძანება №34
№34
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №51 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ფანჯიკიძე
+
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანდართული დებულება.2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №51 ბრძანება. |
3. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე |
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (მოადგილეების) ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №01-197 - ვებგვერდი, 01.10.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანება №01-202 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
+
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციებთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო, გავლითი და არაოფიციალური (მეგობრული) ვიზიტების ორგანიზება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების დაგეგმვა; ბ) კონსულტაციების გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში; გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება; დ) საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილესათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება;ე) (ამოღებულია - 12.10.2020, №01-178).
2. დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დიპლომატიური, საკონსულო, სამსახურებრივი და სააკრედიტაციო ბარათების განსაზღვრა კლასიფიკაციის მიხედვით და გაცემა; გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი; დ) საზღვარგარეთ საქართველოს ელჩის დანიშვნის შესახებ აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნებათა სიგელების დამზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნის ელჩის დანიშვნის პროცედურები და რწმუნებათა სიგელების თარიღების რეგისტრაცია; ე) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების ატაშეს სამხედრო სფეროში დანიშვნის პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად, ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით მისალოცი წერილების დამზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამძიმრის წერილის დამზადება; თ) საჭიროებისას, კომპეტანციის ფარგლებში, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა.3. ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე (მიღება, სადილი, კონფერენცია) მონაწილეობის ორგანიზება;
გ) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების (სხვადასხვა კონფერენცია, ფორუმი, „დიპლომატიური ტური“, „ამბასადორიალი“ და სხვა) ორგანიზება-გაფორმების, ვიზუალური მხარის, გამასპინძლებისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოადგილეების ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ ვიზიტისას, ოფიციალური დელეგაციების უზრუნველყოფა მიმღები მხარისათვის გადასაცემი სამახსოვრო საჩუქრებით;
ვ) ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის სამახსოვრო საჩუქრების შერჩევა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლისას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართული შეხვედრების გაფორმება;
ი) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება;
კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადების ორგანიზება;
ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გაცემული საჩუქრების აღრიცხვა;
მ) დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციების შესრულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №01-204 - ვებგვერდი, 26.10.2016წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №01-178 - ვებგვერდი, 13.10.2020წ.
+
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურული ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
ბ) პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №01-197 - ვებგვერდი, 01.10.2014წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანება №01-202 - ვებგვერდი, 27.02.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 21.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.030.016071.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №34, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1851161/