საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №36 |
|
2013 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები |
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით; ბ) მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოე-კონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება პოტენციურ სავაჭრო პარტნიორების შესაბამისი სავაჭრო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება-მოპოვებისათვის, ასევე უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება; ე) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, რანგირების, წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. 6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს. ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 7. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. |
მუხლი 4.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
1. მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ცენტრის პოზიციების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით საქმიანობის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვ.) ანალიზი რეგიონალურ ჭრილში. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ოფიციალური ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის შესაბამისად სუამ-ის ფარგლებში და დსთ-სთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემატიკის დამუშავება, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა; ე) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) თანამშრომლობის კოორდინაცია. მის ფარგლებში რეგიონალური პროექტების შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა; ვ) აქტიური მუშაობა პროექტების განვითარების ფონდის (PDF) ფარგლებში; ზ) თანამშრომლობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) და ურთიერთობების ხელშეწყობა BSEC-სა და BSTDB-ის შორის; თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა. TRACECA-ს და INOGATE-ს რეგიონალური პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიზნით საქართველოს შესაბამისი უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით ახალი წინადადებების შემუშავება; ი) კასპიის მდიდარი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორისб გაერო-ს ქვედანაყოფებთან, განყოფილებებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNDP, WB, IMF, IFC, ICAO, FAO, WFP, UNCTAD, UPO, ILO და სხვ.), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), ეუთო-სთან და ნატო-სთან (ეკონომიკური განზომილება) თანამშრომლობის კოორდინაცია; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობის ხელშეწყობა; მ) თანამშრომლობის გააქტიურება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO); ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ო) საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება; პ) საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე კონტროლის დაწესება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების და მიმართულებების ჩამოყალიბებაზე; რ) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის; ს) სატრანსპორტო - სატრანზიტო სექტორში არსებული საქართველოს შედარებითი უპირატესობების სრული ათვისების ხელშეწყობა; ტ) პრიორიტეტების მიხედვით რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კონტრიბუციების სათანადო და კომპლექსური უზრუნველყოფა; უ) ურთიერთობების გააქტიურება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან (G11); ფ) ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში (WWTG) კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიმზიდველ საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 2. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო არენაზე საქართველოს ეკონომიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი სექტორების წარმოჩენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის პოზიციების განმტკიცება და ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, დამკვიდრებისა და წინსვლის მიზნით; გ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან; ე) კომპეტენციის ფარგლებში დსთ-ს სივრცეში არსებული მრავალმხრივი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადატანის ხელშეწყობა ორმხრივ ფორმატში; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადებული ორმხრივი ჩარჩო სავაჭრო-ეკონომიკური, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ შეთანხმებების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გეოგრაფიულ დასახელებათა და წარმოშობის ნიშნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა საქართველოში მიმდინარე საბაზრო ეკონომიკური რეფორმების წარმოჩენისათვის; ი) უცხოური ბაზრების კონკრეტულ სეგმენტებზე/სექტორებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დამკვიდრების მიზნით, სამარკეტინგო – სარეკლამო ღონისძიებების ხელშეწყობა; კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში, გამოფენებში, ბაზრობებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) ქართული საქმიანი წრეების მუდმივი ინფორმირება სხვადასხვა უცხოურ ბაზრებზე არსებული სავაჭრო რეჟიმების შესახებ; მ) ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების ხელშეწყობა; ნ) პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვა ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით; ო) ქართული საბანკო და საინვესტიციო სექტორისათვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა; პ) საქართველოს, როგორც ეკონომიკურად და ინვესტიციების წახალისების კუთხით მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბების მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს ანიჭებენ განვითარებისა და საინვესტიციო რეიტინგებს; ჟ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან (UNWTO). |
მუხლი 5.
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა |
1. დეპარტამენტში სამართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობას და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ვ) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ზ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი. |
+
ბრძანება №36
№36
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ფანჯიკიძე
+
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №48 ბრძანება. |
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე |
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება;
+
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, რანგირების, წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოადგილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანება №01-207 - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
+
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
ო) საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება;
რ) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის;
ს) სატრანსპორტო - სატრანზიტო სექტორში არსებული საქართველოს შედარებითი უპირატესობების სრული ათვისების ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის პოზიციების განმტკიცება და ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, დამკვიდრებისა და წინსვლის მიზნით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება;
+
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ზ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანება №01-207 - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 21.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.030.016073.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016073 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1851218/