„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/08/2011, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016472)  და დადგენილებით დამტკიცებული წესის   პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეს წესი არ ვრცელდება სს „საქართველოს რკინიგზაზე“. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებით შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ დამტკიცებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადით, თუ მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ ან ამ ვადის დადგომამდე სს „საქართველოს რკინიგზის“ საქონლისა და მომსახურების  შესყიდვების სპეციალური/გამარტივებული წესი არ დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

6. სს „საპარტნიორო ფონდის“ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/არსებული საწარმო(ებ)ი შესყიდვების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სს „საპარტნიორო ფონდის“ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/არსებული საწარმო(ებ)ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი