„შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №283 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№383
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №383

2013 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №283 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს ფოსტის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №283 დადგენილებაში და დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 05/11/2013,  040170020.10.003.017450)  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.     მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: ერთ პირთან მოლაპარაკება, პირობათა გამოკითხვა, კონკურსი, კონსოლიდირებული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და ელექტრონული ტენდერი.“.

 

2.     მე-6 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხორციელდება გაწეული მომსახურების ღირებულების ამოღების მომსახურების შესყიდვა (მომხმარებლისათვის გაწეული გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების გაწევის შედეგად წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების  ამოღების  მომსახურების შესყიდვა 3%‑იანი დისკონტით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე).“.

    

3.     მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა შემსყიდველი ორგანიზაცია საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის  საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად.“.

 

4. მე-17 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვის ობიექტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი