1. მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, ან შემთხვევის დასრულებამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე, გარდა გარდაცვალებისა) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.
2. შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;
ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;
გ) შემთხვევის დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არა უგვიანეს შემთხვევის დასრულებისა ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება.
4. შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არა უგვიანეს შემთხვევის დასრულების ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-142(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) პირველ, მე-8, მე-11 და მე-15 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ტ-ი და დ. მ-ი წარმოადგენენ “საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ…
- საქმე №ბს-1330(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
N36 დადგენილების პირველ, მე-3, მე-7, მე-11, მე-15 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო შემთხვევის ნაწილობრივ ანაზღაურება ეფუძნება იმ მითითებას,…
- საქმე №ბს-134(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების დანართი 1, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად.
- საქმე №ბს-132(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
გ-ისთვის პირადი ნომრის მინიჭება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და კვლავ მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-2 თავის, მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების…
- საქმე №ბს-894(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტზე, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ პაციენტის მიერ უარი იქნა…
- საქმე №330310017002135961 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330310017002156360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330310018002699425 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2019
- საქმე №130310018002515245 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №330310018002439581 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.10.2018
- საქმე №330310018002458346 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/02/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება