1. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:
ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;
ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;
გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და შემთხვევის შერჩევითი შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან არა უმეტეს 22 სამუშაო დღის
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-827(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2024
დასახელებული მე-14 და მე-15 მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს…
- საქმე №ბს-1255(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
კასატორი აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლებით შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ გუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
- საქმე №140310019002959330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.12.2019
…ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-15 მუხლის,,ე“ ქვეპუნატი და მე-14 მუხლი. აპელანტი მიიჩნევს, რომ კლინიკის მიერ დარღვეულია დადგენილების მოთხოვნები, რის გამოც შემთხვევა შეუძებელია დაექვემდებაროს ანაზღაურებას.
- საქმე №330310017001906356 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.06.2019
სასამართლომ მიუთითა აღნიშნული დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3, მე-7, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20 მუხლებზე. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ავ--------–---------–---–-----–---კის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისას გამოვლინდა პაციენტ…
- საქმე №330310016001362779 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: აპელანტი ყურადღებას ამახვილებს "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, კერძოდ, დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლებზე და განმარტავს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/02/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება