საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.017215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2013 წლის 7 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის  პირველი მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



                                                                                                                                                                      დანართი
საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი
 

    


 მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების (რეგულირებული სფერო) საქართველოში იმპორტისას  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის განსაზღვრული „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და  ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამისობის შეფასება  ხორციელდება საქართველოში მიღებული შესაბამისი  ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების  თანახმად.

მუხლი 2.   ამ დანართის პირველი  მუხლით განსაზღვრული  შესაბამისობის შეფასების პროცედურებისგან განსხვავებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ობიექტის ბაზარზე განთავსებისას, რომელიც იმპორტირებულია ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმება და რომელიც ითვალისწინებს შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარების მექანიზმებს.

მუხლი 3.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ ობიექტის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი.