მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (16 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №461 |
|
2015 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
1. წინამდებარე „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში − პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის.
2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.
3. პროგრამის ამოცანებია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ა) მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში − კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) პრეტენდენტი − კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;
გ) მონაწილე − კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
დ) ხელშეკრულება − მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს კაპიტალური ინვესტირების და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე და მიღების შემდეგ მონაწილის მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა (Global Gap – Global good agriculture practice) − საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საკონტროლო წერტილების დადგენითა და მათი კონტროლის განხორციელებით უზრუნველყოფს ფერმერული მეურნეობების ინტეგრირებულ მართვასა და პირველად წარმოებაში უვნებელი სურსათის მიღებას.
1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის, როგორც ხის სკების შეძენაში კაპიტალურ ინვესტირებას, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.
2. პროგრამაში მონაწილეობისათვის კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) კაპიტალური ინვესტირება;
ბ) ტექნიკური მხარდაჭერა.
4. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით.
2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს კოოპერატივების წევრებთან/პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
1. მონაწილე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
2. მონაწილეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ტექნიკური დახმარების მიღებაზე და ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეასრულოს სწავლების ან/და კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მითითებები და რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალურ ინვესტირებას.
1. პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით სკების გადაცემა მისი ღირებულების 30%-ის ოდენობით.
2. მონაწილეებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა.
3. განმახორციელებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმით უზრუნველყოფს, როგორც კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში კოოპერატივისათვის გადაცემული სკების აღრიცხვა/ რეგისტრაციას.
1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პრეტენდენტს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
ბ) საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
გ) განაცხადის წარდგენის მომენტისათვის განმახორციელებლისგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების შესახებ ან/და მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და ხარვეზი გამოასწორა;
დ) მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;
ვ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
ზ) არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება ფინანსურ ინსტიტუტებსა თუ სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებთან;
თ) იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს (ბალანსზე აყვანილი) არანაკლებ 30 სკა ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკა ფუტკრის ოჯახით.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რის შესახებაც წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, პრეტენდენტს განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი კოოპერატივის მიერ სრულად არ არის წარდგენილი სათანადო დოკუმენტები, მას დამატებით ვადად განესაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღე და განაცხადი ხელახლა განიხილება დოკუმენტაციის დამატებით წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სააგენტო.
მონაწილეთაგან პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება წარმოებს განმახორციელებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
1. მონაწილე ვალდებულია:
ა) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს სკების ღირებულების 30% საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ბ) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
გ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა კოოპერატივის მფლობელობაში არსებულ საფუტკრე მეურნეობაში;
დ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ახალი ოჯახების განთავსება;
ე) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას მიღებული სკების რაიმე ფორმით გასხვისება ან/და ვალდებულებით დატვირთვა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვის გარეშე;
ვ) პროგრამის ფარგლებში მის საკუთრებაში არსებულ (ბალანსზე რიცხულ) სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს.
1. მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მონაწილე ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.
2. განმახორციელებლის მიერ დაწესებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მიღებული კაპიტალური ინვესტირების (თანხის) სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
1. პრეტენდენტის პროგრამის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს განმახორციელებელი.
2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე, პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
3. მონაწილე პროგრამის ფარგლებში მონიტორინგს ექვემდებარება 5 წლის განმავლობაში.
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
2. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განმახორციელებელთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
+
+
+
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს უფლება, ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 17.01.2020წ.
+
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება № 546 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.
3. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის აღჭურვილობის თანადაფინანსება.
4. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;
გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება;
დ) ხელშეკრულება − ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;
ე) (ამოღებულია - 10.10.2019, №489);
ვ) (ამოღებულია - 10.10.2019, №489).
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები🔗
პროგრამის კომპონენტებია:
ა) თანადაფინანსება;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება № 546 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 4. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 6. თანადაფინანსება🔗
1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის შემდეგი აღჭურვილობის თანადაფინანსებას:
ა) ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;
ბ) თაფლის საწური (ციბრუტი);
გ) თაფლის შესანახი ავზი;
დ) ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
ე) ფიჭის ანათლის ავზი;
ვ) ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.
2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 70%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
3. ბენეფიციარები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
4. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში პროგრამის განმახორციელებელი კოოპერატივები მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
5. თითოეულ ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:
ა) საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობის შესყიდვის მიზნით, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა;
ბ) ერთი ცალი არანაკლებ 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი);
გ) თაფლის შესანახი ავზ(ებ)ი, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს;
დ) ერთი ცალი ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
ე) ერთი ცალი ფიჭის ანათლის ავზი;
ვ) ერთი ცალი ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.
6. ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.
7. სააგენტო უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას, რომლის წესს დაადგენს სააგენტო.
8. ბენეფიციარს, ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები🔗
1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
გ) მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი კოოპერატივის მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;
ე) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
ვ) სკების მოთხოვნის შემთხვევაში, იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკისა;
ზ) თაფლის საწურების (ციბრუტების), თაფლის შესანახი ავზების, ფიჭის ასათლელი დანის ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზისა და ელექტროდენის ძაბვის გადამყვანის 220V-დან 12V-ზე მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 400 ფუტკრის სკისა;
თ) პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და თაფლის შესანახი ავზი, განმეორებით იმავე აღჭურვილობის მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 400, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 800 ფუტკრის სკისა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილება №172 - ვებგვერდი, 03.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 8. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა🔗
1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.
2. განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 9. ბენეფიციარის ვალდებულებები და თანადაფინანსების გაცემის წინაპირობა🔗
1. ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს თანადაფინანსებით შესყიდულ სკებში ფუტკრის ოჯახების განთავსება;
გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას თანადაფინანსების შესყიდული აღჭურვილობის გასხვისება, გარდა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;
დ) საკუთრებაში არსებულ სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.
2. თანადაფინანსების გაცემის წინაპირობაა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესასყიდი აღჭურვილობის ღირებულების 30%-ის, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში − 20%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის დადგენილება №69 – ვებგვერდი, 12.02.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №75 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
მუხლი 12. პროგრამის კოორდინაცია🔗
1. პროგრამის კოორდინაციას ახდენს სამინისტრო.
2. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 15.10.2019წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №461. სარეგისტრაციო კოდი — 340080000.10.003.018847.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 16 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №461, 07.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.018847 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2975887/