სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №135 |
|
2019 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
|
1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი), ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
4. სააგენტომ პროგრამისათვის გამოყოფილი თანხების განაწილება, პროგრამით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახეობების მიხედვით, უნდა შეათანხმოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
1. პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
2. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
3. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები.
4. პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ს.
2. პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.
3. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, 5 (ხუთი) წლის ვადით.
4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
5. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.
6. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.
სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.
პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში − პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში − სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შესახებ;
ე) იურიდიული პირების შემთხვევაში − ნოტარიული წესით დამოწმებული დამფუძნებლების/პარტნიორების კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობისა და სააგენტოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
ზ) ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის/ლიზინგის დამტკიცების თაობაზე;
თ) შესაძენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ან/და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ ენაზე (იმპორტის შემთხვევაში − ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული კომპანიის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;
კ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენის აუცილებლობასაც განსაზღვრავს სააგენტო.
პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელ კომპანიაში.
1. პოტენციური ბენეფიციარის მიერ, დაფინანსების მიზნით, სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას პროექტის პირობებთან ამოწმებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურის შესაბამისად.
2. სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს გაუფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.
1. ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასკვნისა და მისი თანმდევი დოკუმენტაციის დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
+
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“.
+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
+
1. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (შემდგომში − სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ხელის ჩაის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
4. (ამოღებულია - 04.02.2020, №70).
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 20.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
1. სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც უნდა შეადგენდეს დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 70%-ს, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არანაკლებ 50%-ს.
11. (ამოღებულია - 18.03.2024, №83).
5. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №364 – ვებგვერდი, 19.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დასაფინანსებელი მიზნობრიობის ბიუჯეტის მოცულობას განსაზღვრავს სააგენტოს გამგეობა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 20.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 იანვრის დადგენილება №1 – ვებგვერდი, 12.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №364 – ვებგვერდი, 19.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 მარტის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 19.03.2024წ.
ი) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 თებერვლის დადგენილება №70 – ვებგვერდი, 06.02.2020წ.
2. სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს გაუფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.
1. ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, გარდა ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის დაფინანსების შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასკვნისა და მისი თანმდევი დოკუმენტაციის დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №493 - ვებგვერდი, 20.10.2022წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №135. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.021150.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №135, 15.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021150 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4511800/