სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №385 |
|
2021 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
|
პროგრამა
1. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. სააგენტო, პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასათვისებელი თანხების მოცულობებს შეათანხმებს სამინისტროსთან.
ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც სახელმწიფო, აჭარის ა/რ ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას;
ბ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები;
გ) კომპანია – შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ (ს/ნ: 206348736);
დ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან შეძენის შემთხვევაში;
ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა;
ვ) კომბაინი – კომპანიისგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი;
ზ) საგრანტო დაფინანსება – პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
პროგრამის მიზნობრიობაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინის თანადაფინანსება/ანაზღაურება.
1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა კომპანიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინისა) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
2. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს:
ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე;
ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე;
გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.
2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ან/და კომბაინი შეძენილი იქნება კომპანიისგან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეადგენს:
ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 7,000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე;
ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 35%-ს, მაგრამ არაუმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე;
გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.
3. კომპანიისგან შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და მოსავლის ამღები კომბაინის ღირებულება არ უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები.
4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება/ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის შესასყიდად, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.
5. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:
ა) საკუთარი ფულადი სახსრები;
ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში;
გ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება.
6. პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი.
პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში.
1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
2. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.
3. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსებისა და ანაზღაურების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად (გარდა კომპანიისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში) სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.
+
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს საბიუჯეტო კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის – „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დამატება.
+
მუხლი 3🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში არაუმეტეს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის მოძიება და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არაუმეტეს 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის გათვალისწინება.
+
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი🔗
გ1) ცენტრი – შპს „აგროსერვისცენტრი“ (ს/ნ: 406321065);
დ) ანაზღაურება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში;
ვ) კომბაინი – კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შეძენილი მოსავლის ამღები კომბაინი;
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №526 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.
მუხლი 5. პროგრამის მიზნობრიობები🔗
პროგრამის მიზნობრიობებია:
ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება;
ბ) ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი კომბაინის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 07.12.2021წ.
1. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა კომპანიის ან/და ცენტრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და კომბაინისა) უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №526 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.
1. სააგენტოს თანადაფინანსების ან/და ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს:
ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 7,000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე;
ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე;
გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 30%-ს, მაგრამ არა უმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს.
2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს შესასყიდი ან/და შესყიდული კომბაინის ღირებულების არა უმეტეს 50%-ს, მაგრამ არა უმეტეს 100 000 ლარისა, თუ კომბაინი შესყიდული/შესასყიდი იქნება კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
3. კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და მოსავლის ამღები კომბაინის ღირებულება არ უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ დადგენილ ღირებულებაზე ნაკლები.
4. პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად.
41. პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში კომბაინ(ებ)ის შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №526 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 07.12.2021წ.
1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, გარდა კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 07.12.2021წ.
ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად (გარდა კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და კომბაინის, ასევე რეგისტრაციას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში) სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №526 – ვებგვერდი, 04.11.2021წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №385. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.022940.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №385, 29.07.2021, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022940 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5227776/