ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2013 ბოლო ცვლილება 15.07.2021
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016078
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება თუ:

ა) კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

ბ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;

გ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად არჩევნებში მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე.

მუხლი 2
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის ბოლო ვადად განისაზღვროს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 43-ე დღე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2021.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 14.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016078.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2021.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“, №11, 14.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016078 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1870641/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2021. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება