მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
სოციალური დახმარების გაცემის წესი
2. კომისიას ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით.
3. კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.
2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნების) შეფასებით.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
2. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
5. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ:
ა) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ხუთი და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე –100 (ასი) ლარი;
გ) ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ) ხანდაზმულებზე ( 90 წელი და ზემოთ) –150 (ას ორმოცდაათი ) ლარი;
ე) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ვ) პირველი ჯგუფის ინვალიდებზე –100 ( ასი) ლარი;
ზ) გაჭირვებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) ლარი და არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, კონკრეტილი მოქალაქის ინდივიდუალური პრობლემებიდან გამომდინარე.
6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:
ა) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 30% -ის ოდენობით.
7. სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ გაჭირვებულ ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას.
8. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
2. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.
2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
+
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2013 წლის 13 მარტი დაბა მესტია+
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №-11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/05/2012 წ; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053). ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი
+
დანართი №1+
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, სტიქიით (მათ შორის ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების, მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე, ახალშობილებზე, ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ), ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისია (შემდგომ – კომისია).
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 16 იანვრის დადგენილება №2 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.
+
+
+
ე) (ამოღებულია - 16.01.2014, №2);
ზ) გაჭირვებული ოჯახების დახმარება, რომელშიც შედის: სოციალურად დაუცველი მძიმე კატეგორიის ავადმყოფების და სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 35000-ს) – ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) ლარი და არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
თ) საკრებულოს და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში) –– 1500 ( ათას ხუთასი) ლარი.
ა) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არაუმეტეს 30%-ის ოდენობით, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ივნისის დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 26.06.2013წ.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 16 იანვრის დადგენილება №2 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.
+
+
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №19, 13.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016085 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1871275-3/