1. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის შედგენას უზრუნველყოფს აპარატი.

2. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმში შეიტანება:

ა) თათბირის (ოპერატიული თათბირის) ჩატარების (გამართვის) დრო და ადგილი;

ბ) თათბირის (ოპერატიული თათბირის) მონაწილეთა შემადგენლობა;

გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) დავალების შინაარსი;

ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები.

3. თათბირის ოქმს ხელს აწერს გამგებელი. ოპერატიული თათბირის ოქმს ხელს აწერს ამ რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი.

4. ოპერატიული თათბირის ოქმის გაფორმება, დავალებათა კონკრეტულ შესრულებამდე დაყვანა აპარატის მიერ ხორციელდება თათბირის გამართვიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

5. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის ასლები ან ამონაწერი ოქმიდან აპარატის მიერ ეგზავნებათ დავალებათა შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაბამის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს.

6. თათბირის ოქმი ფორმდება გამგეობის სხდომის ოქმების გაფორმებისათვის დადგენილი წესით.