თავი VI — გამგეობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ოპერატიული თათბირის დავალებების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია
1. გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების, ბრძანების და ოპერატიული თათბირის დავალების შესრულებაზე საერთო კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
2. გამგეობის შესაბამისი განყოფილება/სამსახურის ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ მათთვის დავალებული საკითხის შესრულებას და, მითითებულ ვადებში, შესრულების შედეგებზე ან შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას.
3. გამგეობის აპარატი პერიოდულად აანალიზებს ამ მიმართებით არსებულ მდგომარეობას, საკითხი შემოაქვს გამგეობის სხდომაზე განსახილველად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2013.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/03/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება