სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №67 |
|
2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ-ი“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებუ ლ ი საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველო იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის წევრი |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით. 3. ამ დებულებაში ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები 1. კომისია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - ქონების სააგენტო) ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარდგინებით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა პირობების ცვლილებას/გაუქმებას ან/და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული, სასამართლოსათვის/ არბიტრაჟისთვის წარსადგენი მორიგების აქტის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ცვლილების ან/და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი კომისიას წარედგინება იმ შემთხვევაში თუ: ა) ცვლილება ითვალისწინებს სახელშეკრულებო პირობის ვადის არანაკლებ 1 (ერთი) წლით ცვლილებას; ბ) ცვლილება ითვალისწინებს საინვესტიციო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარით შემცირებას; გ) საპატიებელი დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომისიისათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო ან სამინისტრო.
მუხლი 3. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიას საკითხები განსახილველად წარედგინება ქონების სააგენტოს მიერ, ხოლო სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები კომისიას წარედგინება სამინისტროს მიერ. 3. კომისიის სხდომები მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 4. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, კომისიის სხდომამდე კომისიის წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას. 5. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი. 7. კომისიის თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა კომისიის მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. 8. თავისი ფუნქციების განხორციელებისას კომისიის თავმჯდომარე, უფლებამოსილია: ა) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები; ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში დაუშვას ხელშეკრულების კონტრაჰენტის დასწრება კომისიის სხდომაზე. 9.კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 10. კომისიის წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება. 11. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და კომისიის მდივანი. კომისიის დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს. 12. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. 13. კომისიის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) კომისიის მდივნის მიერ წარედგინება კომისიის მუდმივმოქმედ წევრებს. მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
+
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ − „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ-ი“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომისიის წევრი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №563 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №96 – ვებგვერდი, 11.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის დადგენილება №122 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი , 08.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №412 - ვებგვერდი, 25.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის დადგენილება №192 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №560 - ვებგვერდი, 27.11.2018წ.
+
დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
+
1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.
3. ამ დებულებაში ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებები 1. კომისია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - ქონების სააგენტო) ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარდგინებით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა პირობების ცვლილებას/გაუქმებას ან/და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული, სასამართლოსათვის/ არბიტრაჟისთვის წარსადგენი მორიგების აქტის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; 1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების ცვლილების ან/და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი კომისიას წარედგინება იმ შემთხვევაში თუ: ა) ცვლილება ითვალისწინებს სახელშეკრულებო პირობის ვადის არანაკლებ 1 (ერთი) წლით ცვლილებას; ბ) ცვლილება ითვალისწინებს საინვესტიციო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარით შემცირებას; გ) საპატიებელი დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომისიისათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო ან სამინისტრო.მუხლი 3. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
11. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და კომისიის მდივანი. კომისიის დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს.
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.017231.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №67, 28.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017231 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1884002/