საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2013 ძალადაკარგული 17.12.2015
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.038.016165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №75

2013 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის №175 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს  (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.

2.  სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.

5. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

 


მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
სამმართველოს ძირითადი ამოცანები  და ფუნქციებია:

ა)  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით  შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებისა და დეპარტამენტში მომზადებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების ვიზირება;

გ) რეკომენდაციების (დასკვნების) შემუშავება - მომზადება დეპარტამენტში და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

დ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და  დაწესებულების დირექტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის კოორდინაცია;

ზ) დაწესებულებების იურისტების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

თ) დეპარტამენტის ინტერესების ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში წარმომადგენლობა და დაცვა;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება.

 


მუხლი 3. სამმართველოს მართვა 
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 4. სამმართველოს უფროსი
სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) კონტროლს უწევს  სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

დ)  დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ;

ე) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

თ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ი) ახორციელებს ვიზირებას დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების და დეპარტამენტში მომზადებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებზე;

კ) ახორციელებს დაწესებულებების იურისტების საქმიანობის კოორდინაციაზე კონტროლს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს.


მუხლი 5. სამმართველოს უფროსის მოადგილეები
1. სამმართველოს უფროსის მოადგილეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.

4. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

 


მუხლი 6. სამმართველოს მოსამსახურეები
1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილეების წინაშე.

3.  სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სამმართველოს მთავარი ინსპექტორები.

 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 05.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.038.016165.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2015.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“, №75, 05.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1886075/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2015. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება