საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.04.2013 ძალადაკარგული 13.12.2018
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №365

2013 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
+



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულება

საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო (შემდგომ - სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - გენერალური შტაბი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. სამმართველო ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

4. სამმართველოს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.

საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №60   - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

 

მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები

 სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელება და ინსპექტირების გეგმების შემუშავება;

ბ) საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, შეფასებისა და ანალიზის განხორციელება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად;

გ)  საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების, შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის  შექმნა და პერიოდული განახლება;

დ) საბრძოლო მზადყოფნისათვის საჭირო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

ე) გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების მონიტორინგი, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, შედეგების სისტემატიზაცია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის ინსპექტირება.

 საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 03.10.2018წ.

 

მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

 2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

3. სამმართველოს  უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.

4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5.  სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სამმართველოს საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან;

თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

 

მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის განყოფილება;

ბ) საბრძოლო მზადყოფნის სტატუსისა და ანალიზის განყოფილება;

ბ​1) საჯარისო სამსახურის და ფიზიკური მომზადების ინსპექტირების განყოფილება;

გ) ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 );

დ) ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 );

ე) ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 ).

2. საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის განყოფილება - სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების განხორციელებას, ინსპექტირების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების მონაცემთა ბაზის შექმნას.

3. საბრძოლო მზადყოფნის სტატუსისა და ანალიზის განყოფილება - საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირების შედეგების საფუძველზე, უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას და ანალიზს, საბრძოლო მზადყოფნის შეფასებისა და ანალიზის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას.

3​1. საჯარისო სამსახურის და ფიზიკური მომზადების ინსპექტირების განყოფილება - გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე უზრუნველყოფს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის ინსპექტირებას, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების მონიტორინგს, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას, შედეგების სისტემატიზაციას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას.

4. ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 ).

5. ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 ).

6. ( ამოღებულია - 16.12.2016, №100 ).

7. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

8. ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს  ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ერთეულს დაკისრებული უფლება - მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ერთეულის მოსამსახურეებს შორის, აძლევს  მათ მითითებებს და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ერთეულის შიდა სტრუქტურის,  შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთთვის დისციპლინური პასუხისგებლობის  დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის  ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ერთეულის საქმიანობის  მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის   მინისტრის   201 4  წლის 6 მარტის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №60   - ვებგვერდი, 15.08.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება № 70 - ვებგვერდი, 12 .09.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №100 - 16.15.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 03.10.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №365, 29.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1893522-5/