1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება განთავსებული კაპიტალისგან, დამატებითი ფულადი შენატანებისგან, ფულადი შემოწირულებებისგან, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვისგან, გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისგან.
2. განთავსებული კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა და შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირს პერიოდულად უდგენს განთავსებული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.08.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 02.08.2021 კანონი №885
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი 1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება განთავსებული კაპიტალისგან, დამატებითი ფულადი შენატანებისგან, ფულადი შემოწირულებებისგან, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო რეზერვისგან, გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისგან. 2. განთავსებული კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის მინიმალური ოდენობა და შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირს პერიოდულად უდგენს განთავსებული კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის განთავსებული კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობისა. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 24/07/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება