1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იმავდროულად, იგი ეგზავნება საკრედიტო კავშირს. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა საქართველოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.
2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში საკრედიტო კავშირი ყველა ვალდებულების განაღდებამდე ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.
3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
თავი X. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის კანონი
№4197
- ვებგვერდი,10.09.
2015
წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
კანონი
№448
- ვებგვერდი, 22.03.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.03.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 10.03.2017 კანონი №448
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები 1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. იმავდროულად, იგი ეგზავნება საკრედიტო კავშირს. საკრედიტო კავშირი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს სალიცენზიო მოწმობა საქართველოს ეროვნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან. 2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში საკრედიტო კავშირი ყველა ვალდებულების განაღდებამდე ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი. 3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. თავი X. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 24/07/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება