თავი X — საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა
1. ამ კანონის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მოთხოვნის ან წერილობითი მითითების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი;
დ) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;
ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;
ვ) საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს საკრედიტო კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევის განსახილველად, მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიების განსახორციელებლად ან საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;
თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.
2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5233 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.10.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.10.2019 კანონი №5233
- 10.03.2017 კანონი №448
- 03.09.2015 კანონი №4197
- 20.12.2011 კანონი №5528
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. დარღვევები და სანქციები 1. ამ კანონის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მოთხოვნის ან წერილობითი მითითების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი; დ) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს; ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; ვ) საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს საკრედიტო კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევის განსახილველად, მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიების განსახორციელებლად ან საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად; ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა; თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია. 2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 23, 24/07/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება