საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.04.2013 ბოლო ცვლილება 08.10.2015
ნომერი
№1-1/101
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.024.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/101

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
+



დანართი
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


პროტოკოლის სამსახურის მოხელეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1. პროტოკოლის სამსახურის  უფროსი:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
3. პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №1-1/101, 26.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.024.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1909208-1/