„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა
2. საექსპერტო სამუშაოები, ნებართვები, გეოლოგიური დასკვნა, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა.
3. ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები.
4. პროგრამის ადმინისტრირება.
5. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №207 - ვებგვერდი, 16.08.3013წ.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 8 344,5 ათასი ლარით:
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №207 - ვებგვერდი, 16.08.3013წ. |
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2013 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა, დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
+
დანართი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა
+
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა.
+
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
1. საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები.
2. საექსპერტო სამუშაოები, ნებართვები, გეოლოგიური დასკვნა, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა.
3. ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები.
4. პროგრამის ადმინისტრირება.
5. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა.
6. სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა.
7. ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა.
8. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკების მშენებლობა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №207 - ვებგვერდი, 16.08.3013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №221 - ვებგვერდი, 30.08.3013წ.
+
მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში სარეზერვო სერვერული ცენტრის მომსახურების შესყიდვისა.
2. პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში სარეზერვო სერვერული ცენტრის მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №221 - ვებგვერდი, 30.08.3013წ.
+
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
+
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 29 930.0 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება(ათასი ლარი)
1
საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები
72.0
2
საექსპერტო სამუშაოები, ნებართვები, გეოლოგიური დასკვნა, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა
82.5
3
ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების შესყიდვის ღონისძიებები
7,090.0
4
პროგრამის ადმინისტრირება
45.5
5
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა
3,440.0
6
სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა
11,000.0
7
ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა
400.0
8
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკების მშენებლობა
7,800.0
სულ
29,930.0
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №207 - ვებგვერდი, 16.08.3013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №221 - ვებგვერდი, 30.08.3013წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ, №92, 25.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017258 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1909867-1/