საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვბრძანებ:
|
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემა, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მაძიებლის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნა სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;
ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;
თ) სანებართვო მოწმობების გაცემა;
ი) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
კ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცებასთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
მ) კომპეტენციების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
ნ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
პ) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;
ჟ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავება;
რ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი, ანალიზი და კოორდინაცია;
ს) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული მხარისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ღ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მინისტრისათვის წარდგენა;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ძ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) ნებართვების სამმართველო;
ბ) ანალიტიკური სამმართველო.
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემას, ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზებას, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
გ) საპროექტო დოკუმენტაციის ირგვლივ შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ანალიზს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვას, დამუშავებას, მომზადებას და ამ დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დაგზავნას სათანადო განხილვის, შეთანხმების, დასკვნის მომზადებისა და დეპარტამენტში წარმოდგენისათვის;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის/ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენას;
ზ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენებას და აღრიცხვას;
თ) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ი) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
კ) ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ლ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვას;
მ) დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებას, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას, დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში პირთა დარეგისტრირებისა და რეგისტრაციიდან გამოყვანის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ნ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ნებართვის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ო) საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას;
პ) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზს;
ბ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის /ეკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის მქონე ორგანიზაციების მონაცემთა ბაზის შემუშავებას;
გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობებით შესრულების მიზნით, სამინისტროში შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგს, ანალიზსა და კოორდინაციას;
დ) რეგულირების ობიექტების მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემდგომ, სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 10.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016149 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1917195-2/