საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №7 |
|
2013 წლის 10 მაისი ქ. თბილისი |
ვბრძანებ:
|
+
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე
+
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულება.2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
+
+
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წყლის რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
+
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წყლის რესურსების მართვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.2.
სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
+
მუხლი 3🔗
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
+
თავი II
სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
+
მუხლი 4🔗
1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ზედაპირული წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;
ე) წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ვ) ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ზ) ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა;
ლ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
მ) წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება;
ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის შევსების სისწორის შემოწმების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;
ჟ) მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) „შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ კონვენციის მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფებში კანდიდატურების წარდგენა და მათი მუშაობის კოორდინაცია;
ს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის საქმიანობის გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;
უ) იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ფ) გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ქ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
ყ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;
ჩ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის გაწეული მუშაობის ანგარიშები, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები;
გ) განიხილოს და შეითანხმოს ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტები;
დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
+
თავი III
1.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:ა)
ზედაპირული (მათ შორის, შავი ზღვის) წყლის რესურსების მართვის სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა;ბ)
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;გ)
წყლის რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;დ)
ზედაპირული წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;ე)
წყლის რესურსების მართვასთან და შავი ზღვის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;ვ)
ზედაპირული წყლის რესურსების ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;ზ)
ზედაპირული წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და წყლის ობიექტებში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;თ)
ზედაპირული წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;ი)
ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;კ)
კომპეტენციის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვასა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა;ლ)
ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა და შეთანხმება;მ)
წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავება, კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება;ნ)
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წყლის გამოყენების სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის შევსების სისწორის შემოწმების მეთოდური ხელმძღვანელობა;ო)
წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კოორდინაცია, მათ შორის, ტექნიკური დავალებების და ანგარიშების განხილვა, პროექტების სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა;პ)
კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან;ჟ)
მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება, აღნიშნული გეგმების პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;რ)
„შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის“ კონვენციის მრჩეველთა და სამუშაო ჯგუფებში კანდიდატურების წარდგენა და მათი მუშაობის კოორდინაცია;ს)
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის საქმიანობის გეგმების შედგენაში მონაწილეობა;ტ)
კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;უ)
იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დახმარების გაწევა;ფ)
გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;ქ)
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;ღ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;ყ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება;შ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;ჩ)
სხვა უფლებამოსილების განხორციელება.2.
სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;ბ)
კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის გაწეული მუშაობის ანგარიშები, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტები;გ)
განიხილოს და შეითანხმოს ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმები და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტები;დ)
მოამზადოს წინადადებები სამსახურის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს;ე)
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
+
მუხლი 5🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
+
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ი) ითანხმებს ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტებს და ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას;
ლ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურე.
+
თავი IV
1.
სამსახურის უფროსი:ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;ბ)
წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;დ)
აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;ე)
მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;ვ)
ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;ზ)
წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;თ)
სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;ი)
ითანხმებს ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების პროექტებს და ხელს აწერს ზემომითითებული დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებულ თანმხლებ წერილებს;კ)
კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას;ლ)
ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.2.
სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურე.თავი IV
დასკვნითი დებულებანი
+
მუხლი 7🔗
1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
+
1.
სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.05.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016132.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2016.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №7, 10.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016132 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1917217/