დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.05.2013 ძალადაკარგული 25.06.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.156.016136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

                                                                                                        

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2013 წლის 16 მაისი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის და „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N82 დადგენილების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის დადგენილება № 20   - ვებგვერდი, 13.06.2013წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად).
+
მუხლი 2.  (ამოღებულია - 07.06.2013, №20)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.

+
მუხლი 3.  (ამოღებულია - 07.06.2013, №20)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.

+
მუხლი 4.  (ამოღებულია - 07.06.2013, №20)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.

+
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი
+



                          დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს.

+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.

2. ჩამოსაწერი ქონება - ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონება.

 3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.

 4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.


+
მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.

2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.


+
მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის და სხვა წევრებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო). კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.


+
მუხლი 5. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ქონებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილების თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში ქონების ლიკვიდაციის აქტს, რომელსაც წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

2. ქონების ინვენტარიზაციასა და ჩამოწერასთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტაცია (აქტები), რომლის გამოყენების აუცილებლობაც წარმოიქმნება კომისიას მუშაობის პროცესში, უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.

 3. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წარდგენის საფუძველზე, უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.

4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.

5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.

6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.


+
მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება და განკარგვა
 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ექვემდებარება განადგურებას.

 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.

3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.

4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.

 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.


+
მუხლი 7. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ქონების რეალიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

+
მუხლი 8.  (ამოღებულია - 07.06.2013, №20)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  7 ივნისის დადგენილება  № 20   -  ვებგვერდი, 13.06.2013წ.

+
მუხლი 9. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
1. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის საფუძვლებია:

ა) შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა მასალები;

ბ) ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები;

გ) პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემები;

დ) ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები;

ე) მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამოსაწერი ქონების გამოსავლენ კრიტერიუმებს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ადგენს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ეს ქონება.

3. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების რეალიზება ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №18, 16.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1922381-1/