საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.05.2013 ბოლო ცვლილება 18.01.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2013 წლის 17 მაისი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

– რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;

– საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №246 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

+
მუხლი 2
საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით) ეთხოვოთ:

ლერი ხაბელოვს – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს;

უჩა ნანუაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველს;

ნინო გვეტაძეს – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს;

ნატალია ზაქარეიშვილს – გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23  სექტემბრის   დადგენილება №246 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

+
მუხლი 3
დამტკიცდეს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
+
მუხლი 4
საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.
+
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



 

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი  1

1. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი  2

1. (ამოღებულია - 23.09.2013, №246).

2. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე) საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის (მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საბჭოს ოფისის) წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები/სპეციალისტები.

3.  საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის  დადგენილება №246 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

მუხლი  3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა)    სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების  განხორცილების ხელშეწყობა;

ბ)  ახალგაზრდობის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

გ)  სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის რევიზია და სრულყოფა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და პერიოდული განახლება;   

დ)   სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული მიმდინარე და   განსახორციელებელი   პროგრამების  უწყვეტობის  ხელშეწყობა  და  მიმდინარეობის მონიტორინგი;

ე)    ახალგაზრდობის  სფეროში  არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება, სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;

ვ) ახალგაზრდობის სფეროში გრძელვადიანი  სამოქმედო პროგრამის  შემუშავებასთან  დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;

ზ) მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, ცენტრალურ ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური კონტაქტებისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი  4

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

3.  საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავჯდომ​არე.

4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

5.  საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

8.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

9.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10.  საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 სექტემბრის  დადგენილება №246 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

 მუხლი   5

1.   საკოორდინაციო საბჭო, თავისი ამოცანების შესრულების მიზნით, ქმნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს.

2. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. 

3.   საკოორდინაციო  საბჭოს სამდივნოს საქმიანობას წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამ დებულების თანახმად, მოწვეული პირებისგან ირჩევს საკოორდინაციო საბჭო.

მუხლი   6

საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №112, 17.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017277 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1924373-1/