ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
|
დანართი №1
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.
4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობაზე კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება. საკრებულოს თავმჯდომარე თავის მხრივ, კომისიას წარუდგენს, წინადადებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.
3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადა;
ვ) კომისიის მისამართი.
4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) Curriculum vitae (CV);
გ) განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
ვ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა - ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არსებობა.

დაკავებული თანამდებობა .........................................................................................................................
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი.......................................................................................
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ...............................................................................................................................................................................
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები............................................................................................
დადებითი და უარყოფითი მხარეები..........................................................................................................
წახალისება .....................................................................................................................................................
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები .........................................................................................
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების,
სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ................................................................
ხელმოწერა ....................................................
თარიღი ....................................................
მოხელის სახელი, გვარი ...................................................................................................................................
დაბადების თარიღი და ადგილი ...........................................................................................................................
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი.........................................................................
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ......................................................................
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ......................................................................................
........................................................................................................................................................................................
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება .........................................................................................................
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ..............................................................................................
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა....................................................................................................
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ....................................................................................... .........................................................................................................................................................................................
შენიშვნა ........................................................................................................................................................................ ..........................................................................................................................................................................................
კომისიის თავმჯდომარე: ...................................................
კომისიის წევრები : ................................................................
თარიღი ...............................................................................
+
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 30 მაისი
ქ.ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი“, მოხელის დახასიათება და საატესტაციო ფურცელი, თანახმად №1, №2, №3 დანართებისა.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა
+
დანართი №1
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. გამოყენების სფერო
ეს წესი ვრცელდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე (კანდიდატებზე) და იგი არეგულირებს კონკურსისა და ატესტაციის პირობებს და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობას.
+
თავი II
კომისია
+
მუხლი 2. კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
+
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1. საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თვმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
+
მუხლი 4. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი გაერთიანების წინადადებით;
გ) კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კვალიფიციური იურისტები, სახელმწიფო მართვის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა დამოუკიდებელი სპეციალისტები;
დ) ის მოხელე, რომლის ატესტირებაც უნდა მოახდინოს კომისიამ, არ შეიძლება შედიოდეს კომისიის შემადგენლობაში.
+
მუხლი 5. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება ჩანაწერი.
5. კომისიას აქვს ბეჭედი, შტამპი, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ბლანკი, კომისიის ბლანკი ხობის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
+
მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/ და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო- საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო- საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
+
მუხლი 7. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.
4. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობაზე კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
+
თავი III
კონკურსი
+
მუხლი 8. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
+
მუხლი 9. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრიციპებია:
ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
+
მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს წინადადებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება. საკრებულოს თავმჯდომარე თავის მხრივ, კომისიას წარუდგენს, წინადადებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ.
3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადა;
ვ) კომისიის მისამართი.
4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
+
მუხლი 11. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს განცხადების წარდგენა შეუძლია ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე არაელექტრონული ფორმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) Curriculum vitae (CV);
გ) განათლებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
ვ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3X4);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა - ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არსებობა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
+
მუხლი 12. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ტესტირება ან/და გასაუბრება.
3. კომისია ტესტირების ჩატარების შემთხვევაში კანდიდატისთვის დადებითი შეფასების მისაღებად განსაზღვრავს აუცილებელი ქულების მინიმალურ ზღვარს.
4. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელთან შეთანხმებით.
4. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 02.09.2013წ.
.
+
მუხლი 13. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატების ტესტირებისა ან/და გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე საკითხს განიხილავს კანდიდატთა დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს.
+
მუხლი 14. კონკურსის შედეგები
1. კონკურსის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
2. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო- საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს– კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
+
მუხლი 15. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების საფუძვლები
კონკურსი ჩაშლილად ცხადდება:
ა) თუ კანდიდატის მიერ ტესტირებაზე მიღებული შედეგები არ აღემატება ან არ უტოლდება დებულებით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს;
ბ) თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე;
გ) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება.
+
მუხლი 16. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შედეგები
კონკურსის ჩაშლის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა ცხადდება ახალი კონკურსი.
+
მუხლი 17. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
+
თავი IV
მოხელის ატესტაცია
+
მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;
გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
3. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
+
მუხლი 19. ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
+
მუხლი 20. ატესტაციის პრინციპები
ატესტაციის პრიციპებია:
ა) ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას, განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
+
მუხლი 21. ატესტაციის დრო
1. საკრებულოს აპარატში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი, კომისიასთან შეთანხმებით.
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ჩატარების გრაფიკს ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და კომისიასთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი.
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური და კომისიასთან შეთანხმებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 02.09.2013წ.
+
მუხლი 22. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას საკრებულოში უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ხოლო გამგეობაში - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
+
მუხლი 23. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
+
მუხლი 24. ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №3).
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დამნიშვნელ პირს წარუდგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 ივნისის დადგენილება № 16 - ვებგვერდი, 05.07.2013წ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 02.09.2013წ.
+
მუხლი 25. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
დანართი №2
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი ......................................................................................................................................
დაკავებული თანამდებობა .........................................................................................................................
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი.......................................................................................
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ...............................................................................................................................................................................
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები............................................................................................
დადებითი და უარყოფითი მხარეები..........................................................................................................
წახალისება .....................................................................................................................................................
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები .........................................................................................
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების,სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ................................................................
ხელმოწერა ....................................................
თარიღი ....................................................
+
დანართი №3
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ...................................................................................................................................
დაბადების თარიღი და ადგილი ...........................................................................................................................
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი.........................................................................
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ......................................................................
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ......................................................................................
........................................................................................................................................................................................
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება .........................................................................................................
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ..............................................................................................
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა....................................................................................................
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ....................................................................................... .........................................................................................................................................................................................
შენიშვნა ........................................................................................................................................................................ ..........................................................................................................................................................................................
კომისიის თავმჯდომარე: ...................................................
კომისიის წევრები : ................................................................
თარიღი ...............................................................................
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“, №11, 30.05.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016089 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1927106-1/