საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.06.2013 ბოლო ცვლილება 02.05.2017
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.025.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №100

2013 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
+



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების, ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების, ,,ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, ,,`ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, ,,ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №01 ბრძანების, ,,ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის №191 ბრძანების, ,,ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ბრძანებისა და ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესების" სახელმძღვანელოს (გამომცემლობა ,,ЕНЕРГОАТОМИЗДАТ"-ის 1987 წლის გამოცემა) ცოდნა.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,  Outlook),  „Internet“-ისა და „Auto Cad“-ისა და „Arc Gis“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების,  „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების,  „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების,  „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების,  „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №01 ბრძანებისა და  „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ბრძანების ცოდნა.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო – მთავარი სპეციალისტის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, რუსული, გერმანული და ა.შ.) ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ბრძანების ცოდნა.

4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის სფეროში;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;

გ) ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.

 5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) განათლება ენერგეტიკის ან მშენებლობის დარგში;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ცოდნა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №100, 03.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.025.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1936210-1/