ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2013 ბოლო ცვლილება 21.06.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.139.016089
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

                       ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2013 წლის 7 ივნისი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის, „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულების გათვალისწინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 24.09.2015წ.


+
მუხლი 1
განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:
1. ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისთვის– 1 ლარი;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 4 ლარი;

გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 5 ლარი.

2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი.
3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.
4. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:
ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებოები – 1500 (ერთი  ათას  ხუთასი) ლარი;
გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობები – 3000 (სამი  ათასი) ლარი;
დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები  – 4000 (ოთხი  ათასი) ლარი.
5. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:

                      L

X= — (K2​1 – K2)S

        K2

      სადაც:

ა) x არის  მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის  1კვ.მ  მიწის  ნაკვეთის  ნორმატიული ფასი;
გ) K2​1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების  ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის  სამშენებლო  მიწის  ნაკვეთის ფართობი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

+
მუხლი 1​1. ძალადაკარგულია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება № 4 5 - ვებგვერდი, 22.10.2014წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 21.09.2017წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.09.2017წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.


+
მუხლი 2
მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
+
მუხლი 3
მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.
+
მუხლი 4
ქ. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში, სოფლებში – ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერი – შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის და დადგინდეს მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
1. მოსახლეობისათვის ერთ სულზე 0,6 ლარი თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, სულადობის მაქსიმუმის ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით;
2. დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის  განაკვეთები განისაზღვროს ქ. ბორჯომში დანართი №1-ის, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა ახალდაბაში და სოფლებში – ყვიბისი, ტბა, ცემი, სადგერი, დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 5
1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 20 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 25 000 ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 2 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 2500 ლარი;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

4. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - 250 000 ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელეტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5000  ლარი, დაბა ბაკურიანში 7500  ლარი;

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7 500 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი).

(მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №25 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.01.2017წ.

+
მუხლი 6
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის – მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრელების შემოღების შესახებ“
+
მუხლი 7
 დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე
+



გასაწევი მომსახურების გადასახადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე

ობიექტების მიხედვით


+

N

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ​3

ტარიფი განაკვეთი თვეში (1მ​3 – 13. 821 ლარი).

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართის 1 მ​2

0,04

0,05

 

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ​2

0,08

0,09

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,331

0,38

4

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები

მომსახურების ერთეული ადგილი

0,128

0,16

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0,198

0,23

6

სასტუმროები

მომსახურების ერთეული  (ერთი საწოლი)

1,72

1.98

7

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

1,157

1,33

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის   1 მ​2

0,16

0,18

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

 

ღია ფართის       1 მ​2

0,02

0,023

 

 

დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,1

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის   1 მ​2

0,76

0,88

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის  1 მ​2

0,25

0,29

12

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის   1 მ​2

0,3

0,35

13

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართის   1 მ​2

0,21

0,24

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის        1 მ​2

0,02

0,08

 

 

  დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,09

15

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართის   1 მ​2

0,08

0,09

16

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო ფართის 1 მ​2

0,04

0,05

 

 

  დახურული საერთო ფართის     1 მ2

0,08

0,09

17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,023

 

 

  დახურული საერთო ფართის     1 მ​2

0,14

0,16

18

აბანოები, საუნები

საერთო ფართის   1 მ​2

0,18

0,21

19

სადალაქოები და  სილამაზის სალონები

საერთო ფართის   1 მ​2

0,35

0,40

20

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის   1 მ​2

0,25

0,29

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

2.76

22

საცხობები

სამუშაო ფართის  1 მ​2

0,26

0,30

23

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის  1 მ​2

0,36

0,41

24

ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია ფართის 1 მ​2 

0,008

0,01

 

 

დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,09

25

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის     1 მ​2

0,008

0,01

26

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

ერთი ადგილი

0,6

0,70

27

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

საერთო ფართის     1 მ​2

0,008

0,01

28

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის     1 მ​2

0,04

0,05

29

ქუჩის ანახვეტი:

ა. ასფალტის საფარით

ბ. რიყის ქვის საფარით

1 კვმ-ზე წელიწადში

0,0288

0,0432

0,03

0,05

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

 

 

 

 

მ = წ.დ.ნ :12 x t

 

 

 

მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)

წ.დ.ნ –  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

ტ – 1  კუბ. მ ნარჩენის გატანის ტარიფი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.05.2018წ.


+
გასაწევი მომსახურების გადასახადი დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურანში, დაბა წაღვერში და სოფლებში: ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზეობიექტების მიხედვით

+

N

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა               მ3

ტარიფი განაკვეთი თვეში (1მ​3 – 15. 50 ლარი).

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართის 1 მ​2

0,04

0,05

 

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ​2

0,08

0,1

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,331

0,42

4

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები

მომსახურების ერთეული ადგილი

0,128

0,16

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0,198

0,25

6

სასტუმროები

მომსახურების ერთეული  (ერთი საწოლი)

1,72

2.22

7

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

1,157

1,49

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის   1 მ​2

0,16

0,2

9

სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

ღია ფართის       1 მ​2

0,02

0,02

 

 

დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,1

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის   1 მ​2

0,76

0,98

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის  1 მ​2

0,25

0,32

12

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის  1 მ​2

0,3

0,38

13

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართის  1 მ​2

0,21

0,27

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია ფართის  1 მ​2

0,02

0.03

 

 

  დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,1

15

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართის   1 მ​2

0,08

0,1

16

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო ფართის 1 მ​2

0,04

0,05

 

 

  დახურული საერთო ფართის     1 მ​2

0,08

0,1

17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1 მ​2

0,02

0,03

 

 

  დახურული საერთო ფართის     1 მ​2

0,14

0,18

18

აბანოები, საუნები

საერთო ფართის   1 მ​2

0,18

0,23

19

სადალაქოები და  სილამაზის სალონები

საერთო ფართის   1 მ​2

0,35

0,45

20

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის   1 მ​2

0,25

0,32

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

3,1

22

საცხობები

სამუშაო ფართის   1 მ​2

0,26

0,33

23

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის     1 მ​2

0,36

0,46

24

ვაგზლები, რკინიგზის და   საავტომობილო სადგურები

ღია ფართის          1 მ​2

0,008

0,01

 

 

დახურული ფართის 1 მ​2

0,08

0,1

25

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის     1 მ​2

0,008

0,01

26

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

ერთი ადგილი

0,6

0,8

27

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

საერთო ფართის     1 მ​2

0,008

0,01

28

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის     1 მ​2

0,04

0,05

29

ქუჩის ანახვეტი:

ა. ასფალტის საფარით

ბ. რიყის ქვის საფარით

1 კვ/-ზე წელიწადში

0,0288

0,0432

0,04

 0,06

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

 

 

 

 

 

 

მ = წ.დ.ნ. :12 x t

 

 

 

 

მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი)

 

წ.დ.ნ. –  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

 

ტ – 1  კუბ. მ ნარჩენის გატანის ტარიფი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.05.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №16, 07.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016089 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1940394-9/