1. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) ხელშეკრულების არსი;
ბ) შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები;
გ) მუშაობის განრიგი და გრაფიკი;
დ) დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დააზღვიოს მცველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა;
ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
3. დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებულ კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები;
ბ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები, რომლებიც გამომდინარეობს დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულებიდან;
გ) დაცვითი საქმიანობის განრიგი და გრაფიკი;
დ) ხარჯების ანაზღაურების წესი;
ე) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ზ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
4. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გასცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.11.2008).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-1545(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
…და ასრულებდა...ის ფუნქცია-მოვალეობებს. მოსარჩელის მითითებით, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა წარმოებს დამკვეთსა და დაცვას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.
- საქმე №ბს-1216(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2019
კასატორი აღნიშნავს, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებს კერძო დაცვითი ორგანიზაციიის ვალდებულებას, რომ ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე.
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
აღნიშნული მიჩნეულ იქნა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-41). 2.1.10.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება