თავი IV — დაცვითი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 წლისა, შეინახოს:
ა) დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება მათი მოქმედების ვადის გასვლის დღიდან;
ბ) დამკვეთთან და მცველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება აღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5612
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადები დაცვითი ორგანიზაცია ვალდებულია არანაკლებსაქართველოს 6შინაგან წლისსაქმეთა ვადითმინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 წლისა, შეინახოს: ა) დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება მათი მოქმედების ვადის გასვლის დღიდან; ბ) დამკვეთთან და მცველთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შენახვის ვადა აითვლება აღნიშნული ხელშეკრულებების ვადის გასვლის ან შეწყვეტის დღიდან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება