თავი V — მცველის უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.
[
. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
2. მცველის მოწმობის საფასური განისაზღვრება 20 ლარამდე ოდენობით. მცველის მოწმობის საფასურის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
3. მცველის მოწმობის საფასური გადაიხდება დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ანგარიშზე.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 15.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.12.2025 კანონი №1152
- 19.12.2019 კანონი №5612
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მცველის მოწმობა 1. მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. [ . დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 2. მცველის მოწმობის საფასური განისაზღვრება 20 ლარამდე ოდენობით. მცველის მოწმობის საფასურის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 3. მცველის მოწმობის საფასური გადაიხდება დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ანგარიშზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება